თეგი: ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა. ამასთან, აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. „პირველ რიგში, მინდა, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნა პრემიერმა. ილია დარჩიაშვილი: 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; შემდეგ ჩაირიცხდა გრენობლის ბიზნესის სკოლაში (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი)  და 2011 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გახდა. 2003-2004წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად, 2004-2006წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ "რესპუბლიკის" ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012წწ. იყო ს/ს ბანკ "რესპუბლიკის"(ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015წწ. იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს დაინიშნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად; 2015-2016წწ. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი,  2017-2021წწ. დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

დმიტრო კულება: მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას

მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას, - ამის შესახებ უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერში" წერს.  „მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მეტად გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.

დარჩიაშვილი კულებას: ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას

"მადლობას ვუხდი დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის" - საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინელ კოლეგას Twitter-ზევე პასუხობს. "დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ" - წერს ილია დარჩიაშვილი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას ელის. მანამდე უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას.  ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა

საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.

ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა. "ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა

NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. „ნატოს მინისტერიალზე შესაძლებლობა მომეცა, მოკლედ გავსაუბრებოდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩემთვის პატივია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა

ჩემთვის პატივია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა, სადაც მქონდა შესაძლებლობა ყურადღება გამემახვილებინა საქართველოს ევროატლანტიკურ გზასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ჩემთვის პატივია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა, სადაც მქონდა შესაძლებლობა ყურადღება გამემახვილებინა საქართველოს ევროატლანტიკურ გზასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე“, - წერს ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა  

ილია დარჩიაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხევდრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშიმაშა ჰაიაშისთან. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთიბების 30 წლისთავს და აღნიშნეს, რომ საიუბილეო თარიღი კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ხაზი გაესვა იაპონია-საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას, იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის პანდემიის შედეგების აღმოფხვრისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა და იაპონიის მთავრობის მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების მზარდ პოტენციალს და მიესალმნენ გასულ წელს იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების და ორმაგი დაბეგვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და შეთანხმდნენ მომავალში აქტიურად იმუშაონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე  საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე კულტურის სფეროში თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ამ კუთხით მინისტრებმა განიხილეს იაპონიაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში “ექსპო 2025” საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა. მინისტრებმა ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. ილია დარჩიაშვილი 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობდა. ასევე წაიკითხეთ ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კანადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს

კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. „შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს. განვიხილეთ რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე. კანადა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – წერს მელანი ჯოლი.

საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ისაუბრეს შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეიძლება, ჰქონდეს.  „ბატონ ვარჰეისთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ყველა შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ამ გზაზე. მადლიერი ვარ მისი, რადგან მასთან ძალიან ღია და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მოვისმინეთ მისი ხედვები, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა, რასაც ჰქვია კითხვარის შევსება. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ, ყველა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგას იან ლიპავსკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს და იმსჯელეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ პერსპექტივას, რომელიც საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გაიხსნა გაწევრიანების განაცხადის გაკეთების და შესაბამისი კითხვარების გადმოცემის სახით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მინისტრმა ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ასოცირებული ტრიო და ამ ქვეყნების ინტეგრაციული მისწრაფებების მხარდაჭერა იქნება.მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ აღნიშნა ჩეხეთის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და ამ პროცესში ჩეხეთის პრაქტიკული ხასიათის დახმარებაზე. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას, მინისტრებმა აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიიწვია. ილია დარჩიაშვილი: გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

ილია დარჩიაშვილი: გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მის წვლილს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენით, პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მჯერა, სიმბოლურია, რომ სტრასბურგის, ბრიუსელისა და ლუქსემბურგის შემდეგ ჩამოვედი ჩეხეთში მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა ემზადება ივნისში ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ პროცესში, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ ჩვენი განაცხადის წარდგენით. თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საბჭომ სწრაფად გადასცა სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადი ევროკომისიას შეფასების მოსამზადებლად, რის შემდეგაც ევროკომისიამ უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოამზადა და გადმოგვცა კითხვარები, არის ჩვენი არჩევანისადმი ძლიერი მხარდაჭერის ნიშანი. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა არის რთული და გრძელი. ამავე დროს, ჩვენი სიმტკიცე ძლიერია და ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ეს გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: ილია დარჩიაშვილმა დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ უწყვეტ მხარდაჭერაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულებას მადლიერია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას. „ვესაუბრე ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის გმირულ დაცვაზე. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში. მადლიერი ვარ მისი იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ საუბრობს. დარჩიაშვილის განცხადებით, დმიტრო კულებასთან მან კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ გამოვუცხადე ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ილია დარჩიაშვილის Twitter პოსტში. ამავე თემაზე დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: ილია დარჩიაშვილმა დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ უწყვეტ მხარდაჭერაში

პრეზიდენტმა და ილია დარჩიაშვილმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები განიხილეს

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული კითხვარი. საკითხი შეეხო ასევე, ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციას. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა მის ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით. შეხვედრისას ისაუბრეს მაისში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან.  

ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, ვან იმ ქართველ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამავე ინფორმაციით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დადებით დინამიკას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას გლობალური პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილთან საუბრისას, ვან იმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ვიზიტის განსახორციელებლად პეკინში მიიწვია.

ილია დარჩიაშვილი: 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან, ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან

30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან,  ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს. „ზუსტად 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრული კავშირებით არიან დაკავშირებული. მოუთმენლად ველოდები ჩემს კოლეგასთან, ვოპკე ჰუკსტრასთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.  

ილია დარჩიაშვილი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით, საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა

საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. ილია დარჩიაშვილი საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის მადლობას უხდის. „საქართველოს, როგორც აშშ-ს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებით. მადლობა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა  

ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათივე ცნობით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის ტრადიციულად კეთილმეზობლური კავშირები, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს მაღალი დონის შეხევდრების და ვიზიტების ურთიერთგაცვლა. მინისტრები მიესალმნენ საქართველო-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს საიუბილეო თარიღის სათანადოდ აღნიშვნას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ, ვაჭრობის მიმართულებებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედების მნიშვნელობას, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მიმართონ ძალისხმევა, მათ შორის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომების სისტემატიურად ჩატარების საკითხზე, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი. დადებითი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და განსაკუთრებით ბოლო წლებში ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკას, მინისტრები შეთანხმდნენ ტურიზმის მზარდი ნაკადების გათვალისწინებით იმუშაონ  დამატებითი ხელმშემწყობი მექანიზმების ამოქმედების კუთხით. ასევე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოსა და სომხეთის კავშირები კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო ორმხრივი კონტაქტების შენარჩუნებასა და ქვეყნებისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. შეხვედრის შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადებები პრესასთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გვირგვინით შეამკო ეროვნული მემორიალი.  

ილია დარჩიაშვილმა სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტთან, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების პრეზიდენტთან ალენ სიმონიანთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ. დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მზაობა. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის, რომელსაც დიდი დატვირთვა და როლი აქვს. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას ერევანში. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრულ ურთიერთობები. მსოფლიო და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობა. აღინიშნა სომხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი- პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროში არსებული კავშირები და ისაუბრეს საერთო სამომავლო გეგმებზე. ასევე წაიკითხეთ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას დღეს გადასცემს

"ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას 2 მაისს გადასცემს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ილია დარჩიაშვილი: ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია

ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.  ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტთან მილოშ ვისტრჩილთან (Miloš Vystrčil), რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორმხრივი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. შეხვედრისას, ევროკავშირში სამომავლო თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს და ჩეხეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტები, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ინტენსიური ხასიათი შეიძინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრმა ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ევროკავშირში სამომავლო თავმჯდომარეობის გათვალისწინებით განსაკუთრებით აღინიშნა ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი. მინისტრმა და სენატის პრეზიდენტმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით უსაფრთხოების რთულ გარემოზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების შემდგომი დეესკალაციისთვის. მინისტრმა ჩეხურ მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტმა დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ხელშეწყობას, მათ შორის, ჩეხეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის მიმდინარე სექტორული თანამშრომლობის დინამიკა და მიესალმნენ ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვას, ასევე ჩეხური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს, რომლებიც სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად იმართება.  

საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საკითხები მიმოიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ მჭიდრო მეგობრობას და განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრებმა აღნიშნეს ეკონომიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრონლობის დიდი პოტენციალი. სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილმა და იარ ლაპიდმა საუბრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყნას შორის მჭიდრო კავშირების გაგრძელებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაირ ლაპიდმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.  

ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი. რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მისი თქმით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მინისტრი იმედს გამოთქვეს, რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. „როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ყველა სახელმწიფო უწყებამ და საქვეუწყებო დაწესებულებებმა გაწიეს აღნიშნული კითხვარის შევსებით და მომზადებით, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10-12 მაისს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. საქართვეოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტერიალის მონაწილეებს და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.  

ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საუბრის თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი და უსაფრთხოების საკითხები იყო. „გავმართე სატელეფონო საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ასპირაციებსა და ამ გზაზე გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე. ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და პოლონეთის თავმჯდომარეობა ეუთოში“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.  

საგარეო საქმეთა მინისტრი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა შეხვედრისას აშშ-ისა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. „შეხვედრებზე  განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობი, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა „ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით. ვისაუბრებთ განაცხადისა და იმ პასუხების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად და მოკლე დროში გასცა ევროკომისიის კითხვარს. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზეც“, - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საქართველო იყენებს ამ შესაძლებლობას და საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები ექნება თავის კოლეგებთან საბჭოს სხდომის პარალელურად. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან საუბარი და პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.  

ბულგარეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს. საგარეო უწყების ცნობით, საუბრის ძირითადი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები იყო. „ბულგარეთის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსება და ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს წარმატებული სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული რეფორმები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი სათანადოდ დაფასდება ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მისწრაფებების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - კერძოდ 30 წელს და აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების და ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებასა და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ ხალხთაშორის კონტაქტებსა და ტურიზმის სექტორის გააქტიურებით ხალხთაშორისი მეგობრობის კიდევ უფრო ხელშეწყობას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილი სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.  

უნგრეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას, უნგრეთის აქტიურ და ხმამაღალ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი, ასევე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „მხარეებმა აღნიშნეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების განმავლობაში, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს ტრადიციულად მოწინავე პოზიციებს რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს კარგ წინაპირობას და მყარ საფუძველს ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის ოპერატიულად მოკლე ვადებში შევსებას, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ერთიანი, სინქრონიზებული მიდგომისა და გადაწყვეტილების აუცილებლობას. რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და უნგრეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას და ამ მიმართულებით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას. მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს უნგრეთსა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში თანამშრომლობას, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ხალხთაშორისი ურთიერთობები. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოსთვის უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებისა და ქართველი სტუდენტებისთვის გაზრდილი საგანმანათლებლო კვოტებისთვის. აღინიშნა ორი ქვეყნის დადებითი დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ პოზიტიური ტენდენციის შემდგომ შენარჩუნებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

საგარეო საქმეთა მინისტრი: ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად უკვე თავად, პირადად შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში NATO-ს შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილო ამ ვიზიტის, რომელსაც ექნება დამატებითი იმპულსების ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა  

ილია დარჩიაშვილი: ორმხრივ ფორმატებში, პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე, აქტიურად ემხრობიან, ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შეხვედრები დამატებით იმპულსს სძენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს მისამართით აჟღერებენ. როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა,  „ორმხრივ ფორმატებში პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე და აქტიურად უჭერენ მხარს ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას.“ მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს აუცილებლად დაუფასდება ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი. ამ კონტექსტში, მან ტრიოს ფორმატის ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ „სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ეს იქნება სიგნალი, რომ ტრიოს ქვეყნებმა ერთად უნდა განაგრძონ სვლა  ევროინტეგრაციის გზაზე და რომ ტრიოს ერთიანობა მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია“. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და დღეს, როდესაც ქვეყანა  ამ პროცესის უმნიშვნელოვანეს ფაზაში იმყოფება, ბრიუსელში  პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ინდივიდუალური შეხვედრები განსაკუთრებულ შინაარსობრივ დატვირთვას იძენს. მიმდინარე წლის 16-18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს მართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. შეხვედრებზე  ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილება.

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას, ფრანგ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.ტრის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას ევროპული მომავლისადმი და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხრიდან წევრობის განაცხადის გაკეთებას და თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებულ პროცედურებს. მინისტრები მიესალმნენ და აღნიშნეს საფრანგეთის მხარდაჭერა ასოცირებული ტრიოს ევროპული მისწრაფების მიმართ და ასევე ხაზი გაუსვეს საფრანგეთის როლს აღნიშნულ პროცესში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის წვერი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფება და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ილია დარჩიაშვილი: ორმხრივ ფორმატებში, პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე, აქტიურად ემხრობიან, ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებს, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მიმდინარე წლის 16-18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს მართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. შეხვედრებზე  ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილება. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრული ურთიერთობები, რაც გამყარებულია დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარების მიმართულებით.

დარჩიაშვილმა მალტელ მინისტრთან შეხვედრისას ევროინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ქალაქ ტურინში, შეხვედრა გამართა მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან იან ბორგთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა, რაც აისახება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში სხვადასხვა საკითხზე კონსტრუქციულ თანამშრომლობაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მალტის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ევროპული მისწრაფებებისა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტში, მალტის მხრიდან აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული შედეგები და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება როგორც საქართველოს პროგრესი, ასევე მისი შემდგომი ინტეგრაციული მისწრაფება. ამ მხრივ, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერას. მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მალტის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა მალტის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას და ურთიერთ მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ყოველთვის გამოირჩევა მალტის პოზიცია. ამ კონტექსტში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ფარგლებში და ხაზი გაუსვეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მიმოიხილეს თანამშრომლობის განვითარების პოტენციური სფეროები და ყურადღება გამახვილდა საზღვაო სფეროში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს მალტის დიპლომატიურ აკადემიასთან საქართველოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის კავშირების გააქტიურებაზე, მათ შორის ვიზიტების განხორციელების მხრივ.  

საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუიარ ოსმანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში მინისტრები მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ჩრდილოეთ მაკედონიაში. შეხვედრაზე გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა ამ მიმართულებით გამოცდილების ორმხრივად გაზიარების მზაობა და შემდგომში მჭიდრო კოორდინაცია. ჩრდილოთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. „რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ხაზი გაესვა  ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან 2023 წელს დაგეგმილი ეუთოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, აღინიშნა რომ თავმჯდომარეობის დღის წესრიგში პრიორიტეტული იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი რუსეთის მხრიდან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩრდილოეთ მაკედონიის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობის ისეთ პერსპექტიულ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ხალხთაშორისი კონტაქტები და შეთანხმდნენ ორმხრივი ვიზიტების განხორციელებასა და დარგობრივი კონტაქტების გააქტიურების ხელშეწყობაზე“, - აცხადებენს საგარეო უწყებაში.  

ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.მხარეები მიესალმნენ ევროპის საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის პრიორიტეტულობას.„ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებულ ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადებისთვის. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა აღნიშნული პრაქტიკისა და ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მზაობა დაადასტურა.ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-2023) ეფექტიან იმპლემენტაციას“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა  

ილია დარჩიაშვილი: საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად

საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „საქართველო, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული კუთხით ეხმარება უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ, პარტნიორებთან ერთად, ყველა დონეზე და ყველა საერთაშორისო ფორმატში ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას და მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის მხარდაჭერის პროცესი, რომელიც ჩვენი თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით

ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულია – დამოუკიდებლობის დღე, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს. ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს „1918 წლის 26 მაისს აღსრულდა ყველა ქართველის ოცნება – ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რაც ახალი ერის დაბადების ტოლფას მოვლენად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921), მისი მემკვიდრეობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსათვის დღემდე უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად და მომავალი განვითარების ორიენტირად რჩება. გზა, რომელსაც დღეს ვადგავართ და მიზნები, რომლებისთვისაც დღეს ვიბრძვით, სწორედ 1918 წელს დაწყებული საქმის გაგრძელებაა. დღეს საქართველო დემოკრატიული და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ის მძიმე საფასურია, რომელსაც საქართველო სწორედ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვისთვის იხდის. საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რადგან ეს ის სივრცეა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, ისევე როგორც დღემდე მოტანილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, სიამაყესთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. არაერთი მაგალითი გვახსოვს, თუ როგორ იღებდნენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთა სიყვარული და თავგანწირვა სამშობლოს მიმართ ჩვენთვის მასწავლებლად უნდა იქცეს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გმირები მხოლოდ წარსულში არ არიან, ისინი ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, ყოველდღიურად აკეთებენ ქართულ საქმეს და წარმატებული მომავლისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ, არჩევანი ისევ ჩვენზეა, რადგან ჩვენ თავად ვართ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემოქმედნი – და ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან. დღეს საერთაშორისო საზოგადოება როგორც არასდროს, ისე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და ჩვენს ევროპულ მისწრაფებას! მტკიცედ ვადგავართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!“, – წერს ილია დარჩიაშვილი „ფეისბუქზე“. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 

ილია დარჩიაშვილი: მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, შეიძლება ითქვას, მოსახლეობის მეხუთე დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება

დღეს, როდესაც საზეიმოდ აღვნიშნავთ ქართული დიასპორის დღეს, 27 მაისს, ათასობით ჩვენი თანამემამულე იმედითა და ერთიანობის სულისკვეთებით გვადევნებს თვალს უცხოეთიდან, სადაც ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა და გარემოებათა გამო აღმოჩდნენ, თუმცა მათივე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამშობლოსთან კავშირი არ დაუკარგავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, შეიძლება ითქვას, მოსახლეობის მეხუთედი, დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, თუმცა როდესაც ქართულ დიასპორაზე ვსაუბრობთ, სიმრავლეზე მეტად, სწორედ ზემოთხსენებული სულისკვეთება და სამშობლოსთან მათი ერთიანობის სურვილია უმთავრესი. ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის, როგორც ერთიანი სხეულის ორგანიზებულობა, რისთვისაც ბოლო პერიოდში სახელმწიფომ და დიასპორამ ერთობლივად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს (დღეისთვის მსოფლიოში ქართული დიასპორული ორგანიზაციების რაოდენობა 300-ს აჭარბებს)“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიმბოლურია და ბუნებრივიც, რომ ქართული დიასპორის დღე 27 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას. „ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემთვის დიდი პატივია, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომლის ყოველწლიურად აღნიშვნაც უკვე სასიამოვნო ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ დავუბრუნდით ჩვეულ რიტმს და გვეძლევა საშუალება, დღევანდელი დღე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, პირისპირ შეხვედრით აღვნიშნოთ. დღევანდელი ჩვენი ფორუმის სახელწოდება და, რაც მთავარია, სულისკვეთება, სრულ თანხვედრაშია იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილის, ქართული დიასპორის ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენმა დიასპორამ კარგად იცის ევროპულ ღირებულებათა ფასი, იმ სიკეთეების მნიშვნელობა, რის მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის წევრობას. შესაბამისად, ღონისძიებების ფორმატი და შინაარსი ითვალისწინებს ისეთი თემატიკის წამოწევას, რომელიც ეხმიანება საერთო ქართულ-ევროპულ ღირებულებებს და მიზნად ისახავს საქართველო-ევროკავშირის ამჟამინდელი თანამშრომლობის გაღრმავებას, ქმნის პერსპექტივებს ახალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. დღევანდელი ღონისძიება, შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული და მრავალ-მიმართულებიანია. ტრადიციულ პანელებთან, როგორიცაა – კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა, წარმოდგენილი იქნება ახალი თემატური მიმართულებები – „ქართული ენის კონფერენცია“ და „ციფრული დიასპორა“. შედეგებზე ორიენტირებული, მაღალი დონის ღონისძიების უზრუნველსაყოფად, ჩვენთან იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული თანამემამულეები, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის განვითარების საქმეში. მადლობას ვუხდი მათ და ვუსურვებ ნაყოფიერ, საქმიან, სასარგებლო სამუშაო პროცესს“, – განაცხადა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის ქართულ დიასპორასთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ჩართულობით გადავლახოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ქვეყნის უკეთეს მომავალს. „აქვე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი ერთგული პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადგომა და მხარდაჭერა, ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში. დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, მზად არის თქვენთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ჩართულობით გადავლახოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ღრმად მწამს, თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი ერთიანობა, როგორც არასდროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, საერთო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  ასევე წაიკითხეთ:   ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება  

საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ცალსახაა და ეს ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშებით, განცხადებებით, ასევე ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის დონითაც დასტურდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც არის განპირობებული. „ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად მოიაზრებს“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, საქართველოს აძლევს საფუძველს ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ „საქართველოს მომავალი ევროპულია და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“. ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებსა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მათი მიმართულებებით გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს. „დღის წესრიგი ნათლად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალ დონეს და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.  

დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: პროგნოზის გაკეთება რთულია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს. წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან „საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება“. „აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია. საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. „ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ილია დარჩიაშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას.  

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან - გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან, ჩვენი რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს „დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე რამდენიმე ევროკომისარს და ევროპარლამენტარს. რა თქმა უნდა, მათთან გვექნება საუბარი ჩვენს მოლოდინებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს დღეს, რომ საქართველომ მიიღოს პოზიტიური დასკვნა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კითხვართან დაკავშირებით. სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია, ძალიან შინაარსიანი, გვექნება შესაძლებლობა, გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომლებიც საქართველოს აქვს ამ პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი  

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში, ადიანა ვალეანთან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან და იანეს ლენარჩიჩთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკომისრებთან შეხვედრებზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებსა და აქტუალურ მიმართულებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის დინამიკურ პროცესზე. მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შემდგომ ნაბიჯებს, ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს, რაც სწორედ ქვეყნის მიერ წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ დადგა. აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ასახვას ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და სამომავლო გეგმებში. დარგობრივ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მიმდინარე თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეფასდა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებული რეფორმები. ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან ადიანა ვალეანესთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას საერთო პრიორიტეტებზე ევროკავშირის დაკავშირებადობის სტრატეგიის კონტექსტში. კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეშ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა კრიზისების მართვის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს მიერ კოვიდ-პანდემიის მართვისთვის მიღებული ზომები და ევროკავშირის დახმარება ამ პროცესში. გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისართან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება და გამოთქვა ევროკომისიის მზაობა, კიდევ მეტად გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში. ევროკომისრებთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ მუშაობას ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების ახალი 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების რეალიზაციის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 1-2 ივნისს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკომისრების პარალელურად შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტში. 

ილია დარჩიშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის საკითხი ევროპარლამენტარებთან განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებს, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიკსერს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ ინსტიტუციური შესაძლებლობების მობილიზაციის მაღალ დონეს, რის შედეგადაც საქართველომ წარმატებით შეავსო და ევროკომისიას ვადაზე ადრე მიაწოდა თვითშეფასების კითხვარი. ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტარებს დაუდასტურა ქვეყნის ერთგულება რეფორმების კურსისადმი და აღნიშნა ხელისუფლების მზაობა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რასაც გაერთიანების წევრობა მოითხოვს. მხარეებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის პროცესში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მარინა კალიურანდსა და სვენ მიკსერს მათი პერსონალური ძალისხმევისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - იტყობინება საგარეო უწყება.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი

საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლების ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. „როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით აქვთ კონკრეტული ხედვები და რომლებიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადო და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ტიპის ალტერნატიულ კავშირს, თუ კანდიდატის სტატუსზე არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. მინისტრმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასაც უპასუხა. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან „ცოტა ხნის წინ, შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ცალსახად, ჩვენი საუბრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად არ განიხილავს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზა როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერი სხვა შესაძლებლობა, პლატფორმა, თუ ფორმატი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელშემწყობი იმისა, რასაც ჩვენ ევროინტეგრაციის ხაზით ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროინტეგრაციის პროცესზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. „„ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ილია დარჩიაშვილი:  პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას "საქართველოს ყველა პარტნიორი აღიარებს შედეგებს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მიღწეული. პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განცხადა. "აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ მათ დავანახოთ შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა აქტიური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომელიც გვაქვს, მოლოდინები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ხვალინდელ დღეზე. ყველა პარტნიორი, რა თქმა უნდა, აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში დადო და ეს პროცესი მომავლში გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი - პრემიერი  

ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გულითადი მილოცვა გადასცა ელჩს ეროვნულ დღესთან - 6 ივნისთან დაკავშირებით და მეგობარ შვედ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „მხარეები მიესალმნენ ურთიერთნდობასა და საერთო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ახლო და მეგობრულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი, რომელიც მიმდინარე წელს სრულდება და გამოხატეს მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საერთო ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა მეტად მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფის საჭიროებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა შვედეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყნის, მრავალწლიანი თანადგომა საქართველოსადმი ევროპული რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, შვედური მხარის ფართო ჩართულობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით. შვედეთის ელჩმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის უპირობო თანადგომის გაგრძელება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისადმი”,- აღნიშნავენ უწყებაში.  

ილია დარჩიაშვილი: გაეროს რეზოლუცია ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუციის მიღების ფაქტს Twitter-ზე გამოეხმაურა. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღო „გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 61 ქვეყანამ დაასპონსორა, მხარი კი 95 სახელმწიფომ დაუჭირა. ის ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში. მადლობას ვუხდით ამ ჰუმანიტარული საკითხის ყველა მხარდამჭერს," - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ის პირად გვერდზე.

ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ნიდერლანდელი კოლეგა მიესალმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ჰააგაში, თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა მადლიერება გამოხატა გულთბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის. „შეხვედრაზე მინისტრებმა კმაყოფილებით გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს და როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე გაზრდილ და აქტიურ ინტერაქციას. ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს, რაც დამატებითი იმპულსია თანამშრომლობის სამომავლო აქტიური დღის წესრიგის შემუშავებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ ხაზი გაუსვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მ.წ. 8 ივნისს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის შესახებ, რომელთა მხარდამჭერებსა და თანასპონსორებს შორის მუდმივად არის ნიდერლანდების სამეფო, როგორც საქართველოს მტკიცე მოკავშირე და პარტნიორი. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მასზე, ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შესახებ და იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რაც უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისადმი და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებითა და ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ამ პროცესის  პოზიტიურ ზეგავლენას ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით. მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკმაოდ პოზიტიურ ტენდენციას და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოვლენის და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცების საქმეში აქტიური მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც გამოიხატება როგორც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მჭიდრო კომუნიკაციაში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების აქტიურ ინტერაქციაში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, -აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული როგორც ორმხრივი საკითხები, ასევე, რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ხაზი გაესვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის, საქართველოს მიერ დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კარა მაკდონალდთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. მხარეებმა შეხვედრისას, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპაციის მძიმე გავლენა ქვეყნის განვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების სრული მზაობა გამოთქვეს.

ილია დარჩიაშვილმა რან გიდორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს ისრაელში და მის მნიშვნელობას. ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ელჩ რან გიდორს საქართველოში გაწეული მუშაობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.  

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიამ, დღეს ღიად დააფიქსირა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს მეტის მოლოდინი ჰქონდა. „საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, მეტის მოლოდინი ჰქონდა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. „საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა“. ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. „აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად - გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ილია დარჩიაშვილი: სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას. რთულია იმის იგნორირება, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს და დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით. სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, რომ რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით. კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ასევე წაიკითხეთ: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ  

ილია დარჩიაშვილმა და საქართველოში თურქეთის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

2022 წლის 15 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. „შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკური დღის წესრიგი და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია

მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია, - საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა „ძალიან მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს“, – წერს „ტვიტერში“ ილია დარჩიაშვილი. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება  

ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება

საქართველოში დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია „თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული საქართველოს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენი მეზობლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მათ გააჩნიათ ორმხრივ ურთიერთობებში. ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, დღეს მოხერხდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, კოლეგების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება, როგორც მანამდე, აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვიზიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა  

ილია დარჩიაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ პრემიერის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, რაც ორივე ქვეყანას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს

„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა „დღეს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში. ვიზიტი გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია. შესაბამისად, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა

თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე რეგიონული სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობები ქმნიან სამომავლო ურთიერთქმედების საგრძნობი გაძლიერების პერსპექტივებს. „მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2023-2024 წლების პროგრამის ხელმოწერა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერებას საგარეო პოლიტიკის, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და განვითარების საკითხებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ერთმანეთს მიულოცეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, რომელიც 2022 წლის 16 ივლისს აღინიშნა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა ყველა მიმართულებით.  

„დღეს სრულდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა - ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს ორ ქვეყანას უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და გაძლიერებული ამ თანამშრომლობის პარალელურად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას თურქმენეთში განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად უზბეკეთსა და თურქმენეთში პრემიერის ვიზიტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან. „ზოგადად, პრემიერ-მინისტრის შუა აზიაში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. როგორც ცნობილია, ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში და დღეს უკვე თურქმენეთში სრულდება მისი ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტმა საერთო ჯამში უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ერთი მხრივ ამ რეგიონს აქვს, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს, რათა ჩვენ შევძლოთ აღნიშნული თანამშრომლობის შესაბამისად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი რეგიონში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ილია დარჩიაშვილი: პრემიერის ვიზიტმა უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან, რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული კონომიკური პოტენციალი,  

ილია დარჩიაშვილი: აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს

„აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის  კანონპროექტის დამტკიცება, რომელშიც  ასახულია საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და   ადასტურებს  მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას  საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი „Facebook”- ის ოფიციალურ გვერდზე წერს.საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს  და განაგრძობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ისევე როგორც ხელს უწყობს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას. როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელშიც ასახულია არაერთი კონკრეტული მიმართულება, სადაც კანონმდებლები საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაფართოებას უჭერენ მხარს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ქმედით დახმარებას, რასაც აშშ მიმართავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტი საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით.

რა საკითხები განიხილა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდის საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აბდულა შაჰიდი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობაში. მათ შორის, მინისტრის თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების თანაფასილიტაციის და თემატური რეზოლუციების ინიცირებისა და თანაავტორობის კუთხით. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მუხტარ ტლეუბერდს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური დერეფნის ფუნქციონირების ეფექტურობისა და გამტარიანობის გაზრდის საკითხებს. კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო სტრუქტურებში კანდიდატურების მხარდაჭერის მიმართულებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის ეფექტურობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება 2022 წლის ბოლოს საქართველოში. შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.  

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

28 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის  საკითხები.  

ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით. „მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთკავშირების  გააქტიურებას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით, ამ მხრივ საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს საქართველოში. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმატია მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობების განსამტკიცებლად და იმედი გამოითქვა ახლო მომავალში საბჭოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და მათი შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს. აღინიშნა ამ მხრივ უკვე მიღებული წარმატებული შედეგები, მათ შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. მინისტრები შეთანხმდნენ, უწყებების დონეზე იმუშაონ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გამყარებისთვის. დაიგეგმა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს მორიგი შეხვედრის ჩატარება. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე. ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის ხმამაღალი პოზიციისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მხრივ ხაზი გაესვა თურქეთის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თავის მხრივ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. „ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობებს და განსაკუთრებულად აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი  ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც წარმატებით ვითარდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს და მინისტრები მიესალმნენ ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას. კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავი. მინისტრებს საჩუქრად გადაეცათ  თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დამზადებული სამახსოვრო მედალიონი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

თურქეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენთოფთან. თურქეთს შუა დერეფნის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აქტივობის გაზრდა სურს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის საპარლამენტო თანამშრომლობაზე, როგორც უმაღლეს, ასევე საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატში აქტიურ საპარლამენტო კავშირებს. ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად მხარეთა ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილეს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, მეზობლებს შორის სტრატეგიული ურთიერთობები სამაგალითო დონეზეა. ჩავუშოღლუმ და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „14 წლის განმავლობაში ჩვენ ვართ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს (2021 წელს) 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნა მინისტრმა. მანვე დაამატა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლები უნდა გაფართოვდეს. მისივე თქმით, ორმხრივი ვაჭრობა უნდა დაბალანსდეს ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ გვინდა, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრმა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ თურქეთის „მტკიცე მხარდაჭერა“ გამოხატა.  კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გეგმავს საქართველოს ვიზიტს. ჩავუშოღლუმ ისიც განაცხადა, რომ 2 აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად. თურქული მედია წერს, რომ თავის მხრივ, დარჩიაშვილმა თურქ კოლეგასთან შეხვედრას ძალიან სასარგებლო უწოდა და განაცხადა, რომ მათ განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის საკითხები. მისივე თქმით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. როგორც მინისტრმა დაამატა, თურქეთმა და საქართველომ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არიან სანდო პარტნიორები და კარგი მეზობლები.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: ცხადია საქართველოს პოზიცია „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებთ „3+2“ ფორმატში მოლაპარაკებებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ცხადია საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე ფორმატში მონაწილე ქვეყნები „3+2“ ფორმატში აწარმოებენ მოლაპარაკებებს. „მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცხადია საქართველოს პოზიცია „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებთ „3+2“ ფორმატში რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.  

ჩავუშოღლუ: ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტი“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანკარის სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის საკითხი. მისივე თქმით, შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე. „ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმზე, როგორიც არის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და შევთანხმდით, რომ რიგით მესამე სხდომა უნდა გაიმართოს უახლოეს მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტზე საქართველოში, არსებობს ასეთი გეგმა. ასევე, ვისაუბრეთ შერეული ეკონომიკური კომისიების მორიგი სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე. მე ვფიქრობ, როგორც კი ცნობილი გახდება ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის თარიღი საქართველოში, მეც ასევე, ჩემს გუნდთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს. დღეს ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიმიწვია საქართველოში და დიდი სიამოვნებით განვახორციელებ ამ ვიზიტს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, შეხვედრისას ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზეც. „ჩვენი კეთილი მეზობლისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ჩემს ძვირფას მეგობარს, ილია დარჩიაშვილს გულწრფელად გავუზიარე ამ მხრივ ჩვენი მოსაზრებები და მოლოდინები, რაც კონკრეტულად ეხება ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგეხსენებათ, თურქეთი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, თურქეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენი ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აღნიშნულ შეხვედრებზე და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების დღის წესრიგის საკითხებზე. „ვისაუბრეთ უკრაინისა და ყარაბაღის საკითხებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუ: უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად ინტენსიური გახდა

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, „უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა, შესაბამისად, გადაზიდვების პროცესში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი პრობლემა“. მისივე განცხადებით, ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება. „უაღრესად მნიშვნელოვანია სახმელეთო ტვირთბრუნვა და ამ თვალსაზრისით განვიხილეთ ჩვენ წინაშე დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა. შესაბამისად, ზოჯერ ხდება გარკვეული დაგვიანებები ან გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე ამ გადაზიდვების პროცესში. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რათა მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემა და ამ მხრივ კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენი ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები. „ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იყოს განხილული. ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნიშნული 3 მილიარდი დოლარია და იმედია ამ ნიშნულს ჩვენ მალე მივაღწევთ

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიკური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნიშნულები, რომელთან სწორებასაც აქტიურად ვცდილობთ ორივე ქვეყანა და სწორედ ამ პროცესში ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები დინამიკა ვაჭრობის კუთხით. ჩვენი მორიგი ნიშნული ვაჭრობის კუთხით განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ქ. სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. „ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც. „ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთის მხრივ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“მ - განაცხადა მინისტრმა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამარტივებული წესით დასაქმდებიან

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის მინისტრთან, გერგელი გულიაშთან. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა. უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. „მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა აუდიენციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით. შეხვედრზე ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. მისივე თქმით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინისტრები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარების შესახებ, რომელიც დამატებით შესაძლებლობებს გახსნის ამ მიმართულებით. ხაზი ასევე გაესვა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში აღინიშნა ავიაკომპანია Wizz Air -ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან რეისების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული ფაქტია, რომლითაც ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და იგი ევროკავშირის წევრი გახდება. ეს გახლავთ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის და იმ მაღალი დონის ინტეგრაციის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ამ მიმართულებით მუშაობას. მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

ილია დარჩიაშვილი: რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება

რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.  „დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც გმირულად დაეცა ჩვენი თავისუფლებისთვის. რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება“, – წერს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

ილია დარჩიაშვილი: ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია

 ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და საქართველოში ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონკურსში გამარჯვებულ დიასპორელებს მადლობა გადაუხადა საგრანტო პროგრამების კონკურსზე წარმოდგენილი საინტერესო იდეებისა და ინიციატივებისთვის და აღნიშნა, რომ დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართულ დიასპორაში. ილია დარჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს სამინისტრომ განახორციელა სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამა: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ და საგრანტო პროგრამა – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომელთა მიზანიცაა ხელი შეუწყოს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა და პოსტკრიზისულ პერიოდში, საგრანტო პროგრამების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ემიგრანტთა წინაშე პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა, ხოლო შემდგომ ეტაპზე საგრანტო პროგრამების მიზნების ფოკუსირება საქართველოს ევროპული მომავლის ჭრილში ქართული დიასპორის როლის ახლებურად გააზრებაზე იქნა გადატანილი. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს 2022 წლის საგრანტო პროგრამებში ჩართულ ყველა თანამემამულეს დაინტერესებისა და მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს დიასპორასთან და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობს მის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის საგრანტო პროექტის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 76 პროექტი (23 ქვეყნიდან), რომელთაგან, კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული (12 ქვეყანა). ნომინაციაში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ – წარმოდგენილ იქნა 26 განაცხადი (14 ქვეყნიდან). კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 10 გამარჯვებული (9 ქვეყნიდან). რაც შეეხება საგრანტო პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 52 განაცხადიდან, სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 16 გამარჯვებული.  

ილია დარჩიაშვილი: განსაკუთრებით ვაფასებთ, იმ ურთიერთობებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება საქართველოსა და აშშ-ს შორის

განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან იმ ურთიერთობებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენი სამინისტროს, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს პარტნიორთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყოველდღიურ რეჟიმში, ერთი მხრივ, ვიმუშაოთ ძალიან ახლოს, ხოლო მეორე მხრივ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ჩამოგვიყალიბდა წლების განმავლობაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან არის განსაკუთრებულად ღირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, რომელიც არის საწინდარი ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ილია დარჩიაშვილი: დაე, ომი მალე დასრულდეს და უკრაინა ამ განსაცდელიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. „უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს, განსაკუთრებულ დღესასწაულს ვულოცავ. დაე, ომი მალე დასრულდეს და უკრაინა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, რათა მისმა ხალხმა იცხოვროს თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში. საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს“, - წერს მინისტრი Twitter-ზე.  უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა.  დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.  

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. „გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა

პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, საიმონ კოვენის შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ირლანდიის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. „საუბარი შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ ასპირაციას და ამ კუთხით ირლანდიის მხარდაჭერას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ირლანდიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საკანონმდებლო დონეზე არსებულ წარმატებულ და მჭიდრო ურთიერთობებს და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. ილია დარჩიაშვილმა საიმონ კოვენი საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას, ნიკუ პოპესკუს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შედგა. „საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, რაც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებას. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს  ევროინტეგრაციის საკითხზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მათი შესრულების მიმდინარეობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. აქცენტები გაკეთდა ამ კუთხით ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. ილია დარჩიაშვილმა და ნიკუ პოპესკუმ ასევე განიხილეს საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.  

დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ევროკომისიის რეკომენდაციების და ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაზე ესაუბრა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთს შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკომისიის რეკომენდაციების და ასევე ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ასევე განიხილა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მინისტრმა ურმას რეინსალუს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ილია დარჩიაშვილმა ესტონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.

რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და დმიტრო კულებამ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. „ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს“, - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, Twitter-ზე გამოეხმაურა აუდიენციას დმიტრო კულება. „ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. "შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ილია დარჩიაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში მიმდინარე ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მხრიდან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს  ევროპარლამენტის მომხსენებლების ანგარიშების პრაქტიკის მნიშვნელობას. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპარლამენტი სათანადოდ შეაფასებს სა ქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე და სვენ მიქსერს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა და იმედი გამოთქვეს, რომ საბჭოს ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სფეროში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შემდგომი შესაძლებლობების ნაყოფიერი განხილვა. ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. დღეს, 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.  

ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის წევრთან საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს, რომელიც ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. "შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა. რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ გამოწვევებზე. აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა  

ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა, ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, ჰადია ლაბიბისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. "მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება მაღალი პოტენციალი. ბელგიის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აღინიშნა ამ მნიშვნელოვან პროცესში ბელგიის სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა. ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საკითხზე საუბრისას მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია“ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს და მისი კულტურის პოპულარიზაციისთვის არა მხოლოდ ბელგიის სამეფოში, არამედ ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა. შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღინიშნეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. ილია დარჩიაშვილმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. "საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რაშიც ევროპარლამენტი პოზიტიურ წვლილს შეიტანს. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მევლუთ ჩავუშოღლუმ და ილია დარჩიაშვილმა საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და მისმა ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართული მატჩი განიხილეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, ჩავუშოღლუ და დარჩიაშვილი სატელეფონო საუბრისას თურქეთი-საქართველოს მატჩის შემდგომ მოვლენებსაც შეეხნენ. ორი ოფიციალური პირის სატელეფონო საუბრის შესახებ, დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა. თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ სპორტის სასახლის გასახდელთან თავს დაესხნენ. თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა. 4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება. საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ევროპაში ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა. თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე. სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას“. 

ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ჩეხეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. „ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ასოცირებული ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მხრიდან ერთიანი მიდგომის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს 6 სექტემბერს, ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შედეგებზე. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა და იან ლიპავსკიმ ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.საუბრის დასასრულს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იან ლიპავსკის მადლობა გადაუხადა 31 აგვისტოს, პრაღაში გართულ ე.წ. გიმნიხის ფორუმზე მასპინძლობისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქალაქ ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას - ანალენა ბერბოკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრისას კმაყოფილებით აღნიშნეს როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ბერლინში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი ვიზიტი და მისი შეხვედრა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე ფედერალურ პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს და განამტკიცებს საქართველოსა და გერმანიის პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობას. მხარეებმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც გერმანიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წვერი ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გამოხატული, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბერლინის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ მიმართულებით მიესალმა ქართული მხარის მცდელობებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებით და თბილიში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის და სომხეთის მინისტრებს შორის. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. როგორც გერმანულმა მხარემ აღინიშნა, ბერლინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ გზაზე.მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და მის შედეგებზე, მათ შორის ევროკავშირის სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების კონკრეტულ ინიციატივებსა და პროგრამებზე. ასევე, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესზე. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ამ მხრივ გერმანიის ინტერესს დაეხმაროს საქართველოს.მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, ასევე გერმანული ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესი, რასაც დამატებით შეუწყობს ხელს 2023 წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაიწლეობა “ITB Berlin 2023”-ში. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმოს ხელმოწერას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ვიზიტით საქართველოში მიიწვია.  

საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოეწერა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ბერლინში ხელი მოაწერეს, საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა მათივე ცნობით, შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და  მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო  სფეროებსა  და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.  "შეთანხმებაში ხაზგასმულია ქართველი და გერმანელი  ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის გაწეული ისტორიულ წვლილი და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მდიდარი კულტურის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და ცნობადობის ამაღლებას,მათ შორის კულტურული პროექტების, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სახელოვნებო, სამეცნიერო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენელთა კიდევ უფრო დაახლოებას და ა.შ.მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ. ორი ქვეყნის ენების შესწავლის დამატებით შესაძლებლობებს და მათ შორის გერმანული საერთაშორისო სასკოლო ატესტატის მქონე აბიტურიენტებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მხარდაჭერას გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს თავიანთი ენის, კულტურის, ტრადიციების და თვითმყოფადობის  შენარჩუნების თვალსაზრისით. მხარეების შორის ხელმოწერილი კომპლექსური  დოკუმენტი ასევე მოიცავს თანამშრომლობას ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.  ასევე საგამომცემლო საქმიანობაში თანამშრომლობას, საბიბლიოთეკო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას.  განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი სამეცნიერო სფეროში მდიდარი პოტენციალის გაცვლასა და აკადემიური წრეების დაახლოებაზე. შეთანხმება ასევე გულისხმობს ერთობლივი აკადემიური ხარისხის გაცემაზე თანამშრომლობას.  აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა  2013 წელს განახლდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი: გერმანია არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ანალენა ბერბოკი: გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდამჭერი იქნება "ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. გერმანული მხარისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ინკლუზიურობის დაცვით, ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს აქტუალური მათ საგარეო პოლიტიკაში და გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა  

ანალენა ბერბოკი: გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდამჭერი იქნება

ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა "საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილს წარმოადგენს. ახლა მნიშვნელოვანია, სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორიენტირებულია საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეებზე და ითვალისწინებს ენების სწავლებისა და სწავლის უფრო მეტ წახალისებას, თანამშრომლობას განათლებისა და სპორტის მიმართულებებით, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტების გაადვილებულ აღიარებას და კულტურის ფასეულობებით არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლას", - განაცხადა ბერბოკმა. საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოეწერა  

ილია დარჩიაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთა

2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.   დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა „ძალიან ვწუხვართ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ სრულად ვუერთდებით მსოფლიოს და პატივს მივაგებთ მისი უდიდებულესობის საოცარ დანატოვარს. მისი მეფობა, რომელიც წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული მთლიანობისა და ურყევი თავდადების სიმბოლოს, ჩვენთვის შთაგონების წყაროა და აუცილებლად დარჩება შემდეგი თაობების მეხსიერებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, ბრიტანელ ხალხსა და თანამეგობრობას,“ - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.  

ილია დარჩიაშვილი: გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში

გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორც ცნობილია, შარშან, ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. შარშან გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ განცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, სულ რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საერთო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება სქართველოს ძალისხმევა, იმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. საქართველო ყოველთვის მზად იყო, რომ ჩვენი სამხრეთით მეზობლებისთვის შეეთავაზებინა ქვეყანა, ადგილი, სადაც მათ შეეძლებოდათ, მშვიდობის განმტკიცების მიმართულებით გაეხსნათ დიალოგი, და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შეთავაზება კვლავ ძალაშია და თუკი საჭირო გახდება, ჩვენი ქვეყანა მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, დარჩიაშივლის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთო-სთან. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია. აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ხაზი გაესვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  

ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საუბრისას განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ელჩ ფილიპ რიკერის დანიშვნას კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩართულობა ახალ სტიმულს შესძენს როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე და გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით. მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30 - წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მიერ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის. ასევე წაიკითხეთ:   ილია დარჩიაშვილი სლოვაკ კოლეგას შეხვდა  

ილია დარჩიაშვილი სლოვაკ და ლუქსემბურგელ კოლეგებს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა რატისლავ კაჩერს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრობის პერიოდში ორივე ქვეყნის ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-სლოვაკეთის ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გამყარებისკენ. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა სლოვაკეთის ტრადიციულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა ამ გზაზე. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, აღინიშნა სლოვაკეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა გაერო-ს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანასპონსორობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ლუქსემბურგელ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, დიდი საჰერცოგოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იკავებს ადგილს საქართველოს ინვესტორი ქვეყნების ათეულში. მათივე ცნობით, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას.  

ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. „მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში. ამ მხრივ, უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, პრაქტიკული თვალსაზრისით დაეხმაროს საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საბერძნეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოს დენდიასს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მხარებმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა განიხილეს. „ქართული მხარე მიესალმა საბერძნეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ორმხრივ თანამშრომლობის დღის წესრიგზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა და ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი და ხალხთაშორისი კავშირები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს და აღნიშნეს მაღალ დონეზე მჭიდრო კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობა. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია და მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.   

ილია დარჩიაშვილმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ, სტრატეგული პარტნიორობისა და რეგიონში უსაფრთოების საკითხები განიხილეს

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ლევან დავითაშვილისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა შედგა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოსა და თურქეთის საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგზე, ორ ქვეყანას შორის გამართული მაღალი დონის ვიზიტებსა და მათ შედეგებზე ისაუბრეს.  მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის წარმატებულ რეგიონალურ ფორმატებს საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობით და ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. ხაზი გაესვა თურქეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო  სამუშაოების დროს თურქეთის თანადგომისთვის. მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაცია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.  

საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ილია დარჩიაშვილმა და აიმან საფადიმ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იორდანიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს იორდანიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის და მის უდიდებულესობა პრინც აბდულა მეორესთან შეხვედრის მნიშვნელობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და მათი განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზიმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, რასაც დამატებით იმპულსს მისცემს იორდანიის სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წმინდა მიწაზე ტერიტორიის მფლობელობაში გადმოცემა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას არაბული ლიგის ორგანიზაციასთან და ზოგადად არაბულ სახელმწიფოებთან.  

ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებებით. აღინიშნა, რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა.  

ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას ეხმაურება. „პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იყოს," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.  შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი კონტინენტური ევროპის საკითხებში იზაბელ დუმონი და საფრანგეთის ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობის და შავი ზღვის საკითხებში, სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბრის როკეფეი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და დატვირთულ დღის წესრიგს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, რის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს მათი ვიზიტი საქართველოში, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ფრანგულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას. მინისტრმა ფრანგ დიპლომატებთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდის გამართვის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს მიმართ გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციას. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან და ქართული მხარის მოლოდინებთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მხარეები მიესალმნენ ამა წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების ლიდერები. იზაბელ დუმონმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული ოჯახის წევრებს მოლაპარაკებების დამატებითი პლატფორმა შესთავაზა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება.  

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირთან დინამიკური ურთიერთობა გვაქვს

დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელსაც ეწოდება – „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“. ეს პლატფორმა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები, ხოლო მეორე მხრივ, ყველა ის ქვეყანაა მოწვეული, ვისი პოლიტიკური მომავალიც ასოცირებულია ევროკავშირთან, ევროპულ ოჯახთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ილია დარჩიაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას. აგრეთვე გაიმართება მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა. „საქართველო, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ამ პლატფორმაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ამ პლატფორმაზე, სხვა ლიდერებთან ერთად, იმ დისკუსიებში, რომელიც აქტუალურია. საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონშია და რეგიონს მიღმა. იმ გამოწვევებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, ხოლო მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა, იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებულია ევროპულ ოჯახთან და ამ მხრივ, ჩვენთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიზმიდან და ჭრილიდან დანახული, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ გვაქვს დინამიური ურთიერთობები ევროკავშირთან. ეს არის ორმხრივ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი და შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი ახალი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, გააძლიეროს და უფრო შედეგზე ორიენტირებული გახადოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილია ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში, სხვა ლიდერებთან ერთად, რათა ერთობლივად იქნას განხილული იმ ქვეყნების მომავალი, ევროპული ასე ვთქვათ ასპირაციები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა და შეკრება არ არის მხოლოდ ევროკავშირის ლიდერების შეკრება. აქ მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, ვისაც პოლიტიკური ასოცირება აქვს ევროპასთან, ევროპულ ოჯახთან. ეს იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ახალი მექანიზმი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიები გაიხსნას და ვისაუბროთ ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე, რომლებიც მათ ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციაში დაეხმარება“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ილია დარჩიაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, რომ თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ დიალოგს

ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა ჩვენი მეგობრების და მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს, ერთადერთი შეთავაზება, რაც ჩვენი მეზობლების მისამართით გავაკეთეთ და ეს ძალაშია დღესაც და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუ კი ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმაონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, მენაქში ლეხისთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. უწყების ცნობით,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით. „კულტურულ – საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად. ასევე, შეხვედრისას საუბარი შეეხო ინდოელი ბიზნესმენების საქმიანობას საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებსა და ურთიერთპატივისცემას. აღინიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვ. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების როლს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შვეიცარიული მხარის მრავალწლიანი ჩართულობა, რამაც ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი და მომავალშიც აქტიურად წარიმართება პრიორიტეტული სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან მედიატორის როლისათვის. თავის მხრივ, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში მიღწეულ მზარდ დინამიკას. ასევე, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. მან განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასა და საქართველოს მედიაციასთან დაკავშირებით, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა, შვეიცარიული მხარის დაინტერესების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე.  

მევლუთ ჩავუშოღლუ ილია დარჩიაშვილს თურქეთში, მაღაროში ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ „ტვიტერის” გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა. თურქული მედია: მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს „ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის”, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.  

ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა, - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა „სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. ღრმად ვაფასებთ ნორვეგიის, როგორც ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი დონორის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ნორვეგიის როლი საქართველოში ინკლუზიური განათლების მოდელის დანერგვასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-რეაბილიტაციის პროცესში. მზარდია ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო -ეკონომიკური და ტურისტული კავშირები, რაც მეტად პერსპექტიულს ხდის ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის, ენერგეტიკისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო  

ილია დარჩიაშვილი: ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე, ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აქტუალიზაციისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა. მან ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დოკუმენტებზე: გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“; გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით; ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში; ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მთელი წლის მანძილზე აქტიურად იყენებდა ყველა არსებულ დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ინსტრუმენტის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის, რათა გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი მისი საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით. გარდა ამისა, მისივე თქმით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. „სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისათვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლის ფარგლებშიც გაიცა დაკავების ორდერები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის 3 წარმომადგენლის მიმართ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას. მინისტრის განცხადებით რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო 56-ე რაუნდის გამართვა თანათავმჯდომარეებსა და მათ ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ასევე აშშ-სთან ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით.  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ვითარების ესკალაციის პრევენციის პროცესში. იშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შესაბამისად, სასამართლომ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიების განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილი: მთავარია პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც საქართველოს საკონსულო დაწესებულებების არეალის გაფართოების, ასევე საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით. დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს 64 ქვეყანაში უკვე ჰყავს 85 საპატიო კონსული. ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა, ისევე როგორც საპატიო კონსულის ინსტიტუტი  საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების უფრო ეფექტიან დაცვას ემსახურება. მინისტრმა საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების   პრიორიტეტულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განხორციელდა  საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მასშტაბური განახლება, ასევე მიმდინარეობს  ვებ-გვერდის  დეველოპინგის პროცესი. თითოეული ინოვაციის მიზანი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის კომფორტული სერვისის შეთავაზება, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება და მომსახურებისა და ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, დარჩიაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარია პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არამხოლოდ ევროკავშირის/შენგენის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს ძალაში შევიდა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და კამბოჯასთან. ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას სენტ ლუსიასთან. ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებთან: ფილიპინების რესპუბლიკა, ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო, ირლანდია, ჰონდურასი და პერუ. დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის არეალის გაფართოება ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებასა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან წვდომის ხელშეწყობას ემსახურება.

დარჩიაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ურთიერთობების გაღრმავებას

მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მისი თქმით, „საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. რეგიონი საქართველოსთვის განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ამასთან, საქართველოს, ტრადიციულად ინტენსიური ურთიერთობები აქვს რეგიონის წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან: ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, ინდოეთი და იაპონია, ასევე, ცენტრალური აზიის ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ ქვეყნებთან: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი. განსაკუთრებული როლი ენიჭება ურთიერთობებს წყნარი ოკეანის რეგიონის ორ წამყვან ქვეყანასთან: ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, მათ შორის აღნიშნულ რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა მინისტრმა და წლის განმავლლობაში აღნიშნული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გააქტიურებულ ურთიერთობებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ვიზიტებზე იორდანიაში, კატარში, ისრაელში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. მათ შორის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იორდანიაში პრემიერ-მინისტრის ისტორიულ ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი. „მინისტრის საათის“ ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა „საქართველოს წარმატებულ სამეზობლო და რეგიონულ პოლიტიკაზე“ ისაუბრა. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე. „საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ. ასევე, როგორც პრემიერის მიერ გენასამბლეაზე გამოსვლის დროს გაჟღერდა, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე“ და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. „ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა თბილისში, რომელსაც მე ვუმასპინძლე. სამეზობლო ინიციატივის იდეა კვლავ გააჟღერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენანსამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი: აზერბაიჯანი და საქართველო დიდ როლს ანიჭებენ მათზე გამავალი სატრანსპორტო​​ და საკომუნიკაციო დერეფნის მიმზიდველობის ზრდას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ  საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ მეზობლებთან მიმართებით ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა. „როგორც პრემიერის მიერ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაჟღერდა, აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობების, ეკონომიკური ზრდის რეგიონად. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სამეზობლო მშვიდობიანი ინიციატივის კუთხით საქართველოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნდობის აღდგენას. ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. აღნიშნული იდეა კვლავ გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამაც. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის პრაქტიკული ასპექტებიც“, – განაცხადა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებს. „აზერბაიჯანის მიმართულებით, ვეყრდნობით რა, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ვაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას მთელი რიგი მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო დიდ როლს ანიჭებენ მათზე გამავალი სატრანსპორტო​​ და საკომუნიკაციო დერეფნის მიმზიდველობის ზრდას. ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელობა, ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ მიმართულებით აზერბაიჯანულ და თურქულ მხარესთან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის მორიგი სხდომის გამართვა ბაქოში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებდა ვიზიტის გაცვლას სომხეთის რესპუბლიკასთან.

ილია დარჩიაშვილის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა აქტიურად განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა. „აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება. ასევე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით, ჩვენ, ორი ქვეყანა გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რაც ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო თურქეთის მიმართულებით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში. „გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე გაიმართა სამუშაო ვიზიტები მინისტრის მოადგილეების დონეზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის განახლდა. აქტიურად განიხილება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმაღლესი დონის ვიზიტებზე“, - აღნიშნა მინისტრმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 28 ივლისს განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს.  

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით - დარჩიაშვილი

"ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა ყველა დიპლომატიური ნაბიჯი, რაც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გააკეთოს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის დროს განაცხადა. „შალვა კერესელიძე საუბრობდა ლუკაშენკოს ვიზიტზე. ბელორუსთან დაკავშირებით, საკითხი ეხება ჩვენთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ამბავს და მინდა, ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში ყველას მოგიწოდოთ, რომ შეფასებების ნაწილში ვიყოთ ფრთხილად. რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები. პირველი – გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება ამასთან მიმართებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იმედი გამოვთქვა, რომ ბელორუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციაში.  

დარჩიაშვილი ოპოზიციას: სჯობს, თქვენს პარტიაში მოიკითხოთ, რეზოლუციებთან დაკავშირებით რა მიდგომები იყო

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვას, როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებას და მიაჩნია თუ არა, რომ რუსეთის ფედერაცია ტერორისტული სახელმწიფოა.   „სჯობს, თქვენს პარტიაში მოიკითხოთ, რეზოლუციებთან დაკავშირებით რა მიდგომები იყო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი პოზიცია იყოს მობილიზებული და ჩვენ ამ მიმართულებითაც გექნება მომავალში კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. „ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ  ცხადდება და მისგან მოთხოვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხელს არ აწერს. ამ გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნიან, რომ რეზოლუციის დამატებით პუნქტში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული. ცხადია, ეს არ შეიძლება, ნამდვილი მიზეზი ყოფილიყო. ბატონო მინისტრო, თქვენ როგორ აფასებთ რეზოლუციაზე საპარლამენტო დელეგაციის დეპუტაციის ხელმოუწერლობას? - როგორ აფასებთ, არა როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე, არა პარტიული თვალთახედვით, არამედ სახელმწიფოებრივი ხედვით. პირადად, თქვენ მიგაჩნიათ თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად? გეკითხებით როგორც საქართველოს მოქალაქეს - პარტიული პასუხისთვის ნუ შეწუხდებით“, - მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა როსტომ ჩხეიძემ დარჩიაშვილს. გარდა ამისა, დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს. ამიტომ, ვერ მივიღებთ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დუმს. კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები, ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაჭრობის, ეკონომიკის და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის სფეროში ურთიერთქმედების გააქტიურების საკითხებს.  

ილია დარჩიაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მარკო მიჰკელსონთან, რიჰარდს კოლსთან და ლაიმა ანდრიკიენესთან.მინისტრი მიესალმა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა ერთობლივ ვიზიტს, რომელსაც დღევანდელი გამოწვევების ფონზე დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებასა და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობა. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალ წელს ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა.მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაესვა საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობას.ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.  

ილია დარჩიაშვილიმა დაასახელა ის საკითხები, რასაც ღარიბაშვილი და ალიევი განიხილავენ

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა „როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.  

უნგრეთის ინტერესი ენერგორესურსების გატარების მიმართლებთ ძალიან ღიად იყო დაფიქსირებული - დარჩიაშვილი

უნგრეთის ინტერესი ენერგორესურსების გატარების მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ „ევროპაში ენერგეტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე ვისაუბრეთ იმ საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც შეგვიძლია ერთობლივად განვახორციელოთ, საქართველოს როლზე რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა არის, იმისთვის რომ ევროპისთვის ენერგორესურსებს გატარება უზრუნველვყოთ და ევროპული ენერგოუსაფრთხოება განვამტკიცოთ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვიხილეთ. ამ მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული უნგრეთის ინტერესი, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანს შეხვდა.  

ილია დარჩიაშვილმა და კელი დეგნანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრს. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ მიმდინარე და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად საკითხზე.  

ილია დარჩიაშვილმა, ფრანგ კოლეგასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

2022 წლის 7 ნოემბერს შარმ-ელ-შეიხში, გარემოს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობასა და  ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატითაა გამყარებული. ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა  ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე. ილია დარჩიაშვილმა კატრინ კოლონას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  მდგომარეობასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას იღებს გაეროს გაეროს კლიმატის ცვლილებების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება. მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

ილია დარჩიაშვილი: იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამის შესახებ მან ჩეხ კოლეგა, იან ლიპავკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია. „განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავკის ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც ერთის მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორეს მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მისი თქმით, ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული პერსპექტივის აღიარებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გაუხსნა კარი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა. „ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, წარმოადგენს ძლიერ მოტივაციას, რათა წარმატებით გავიაროთ ამ გზის ყოველი ეტაპი“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ როლსაც და ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. მისივე თქმით, ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე უსაფრთხოების სფეროში, რაც ხაზგასმულია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტშიც. მინისტრის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში. მისი თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები ბრიუსელიდან, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საერთო ინტერესის საკითხებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩეხეთის მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელებული პროექტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციისა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დარჩიაშვილის განცხადებით, კოლეგასთან საუბრისას ქართული მხარის მიერ აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ჩეხეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში. ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია NATO-ში ინტეგრაციის პროცესშიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც. მათი ინფორმაციით, იან ლიპავსკი გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.  

ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. „ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან. კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-მოლდოვას ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია

„ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად ევროკავშირის კარი გააღო და, შედეგად, ჩვენ გადავინაცვლეთ გაფართოების პაკეტში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა კიშინეუში, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა „იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას გულისხმობს“.  მოლდოველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეკოსნფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ნათლად წარმოაჩენს. დარჩიაშვილის განცხადებით, მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების, ისე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო. „მსურს შემთხვევით ვისარგებლო და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავუდასტურო,"- განაცხდა მინისტრმა. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს, როგორც ორმხრივი დინამიური ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლისა და გააქტიურების კარგ შესაძლებლობას. ამ მხრივ, მხარეები მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას მიესალმნენ და ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით, საქართველოში მოიწვია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მაია სანდუმ და ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია  დარჩიაშვილი, მოლოდოვას დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია „მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით. მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.    

რა საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილმა მოლდოვაში გამართულ შეხვედრებზე

მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცასა და პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ გროსუს შეხვდა შეხვდა.  მაია სანდუმ და ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  „მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას. ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც  ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან შეხვედრაზე, განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები იყო.  

ელჩი მარეკ შჩიგელი საქართველოში მისიას ასრულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩ მარეკ შჩიგელთან, რომელიც ასრულებს საქართველოში საქმიანობას. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში. მხარეებმა, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისი შექმნილი რთული ვითარება. ამასთან, უწყების განცხადებით, მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ასევე გაეცანით Europetime-ის ინტერვიუს მარეკ შჩიგელთან.  

ბრიუსელში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე დაგეგმილ მინისტერიალს ილია დარჩიაშვილი დაესწრება

12 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავენ. მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება. ევროპელი დიპლომატები 12 დეკემბერს ბელგიაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე იმსჯელებენ.  

გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან - დარჩიაშვილი

მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის, ამ პლატფორმის მიმართ, რადგან პოზიტიური შედეგები, რაც საქართველომ მიიღო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მექანიზმის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მონაწილეობს. „ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. როგორც ცნობილია, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან ერთად, ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს გვქონდა საშუალება, დისკუსიაში მიგვეღო მონაწილეობა. ვფიქრობ, ძალიან დროული და აუცილებელი მინისტერიალი იყო, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, ყველას გამოგვეხატა საკუთარი აზრი, როგორ ვხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და რა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც პლატფორმას, წევრ ქვეყნებს მოუტანოს მომავალში. ჩვენი მხრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც პლატფორმისა და შესაძლებლობის მიმართ, რადგან ის პოზიტიური შედეგები, რაც საქართველომ მიიღო წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც მექანიზმის დამსახურებაა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან პოზიტიური, თუკი იქნება საერთო ხედვა ამ პლატფორმის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობის შემოტანის, ჩვენ, საქართველო ვიქნებით ამის ნაწილი, თუმცა აქ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მთავარი ხაზი. ამის პარალელურად, ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა, თუ ნებისმიერი სხვა ახალი მექანიზმი, რომელიც ჩვენ გაგვაძლიერებს და დაგვაჩქარებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ჩვენთვის მისასალმებელი და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა, ვთქვა, რომ განხილვების დროს მსგავსი პოზიციები იყო გამოხატული. არ მომისმენია საპირისპირო აზრი, რატომ არ შეიძლება, შევინარჩუნოთ ეს შესაძლებლობა, ეს სივრცე, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ უფრო  მეტად თანამშრომლობის და კოორდინაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს დღეს აქვს მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით

შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირისგან მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება. „ერთია პოლიტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან და მეორე არის ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია ჩვენი პარტნიორების განწყობა ევროკავშირიდან იყო, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც იქნება ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი. ჩვენ გვაქვს იმედი ევროკავშირის ძლიერი ჩართულობის, რადგან ეს ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობაა. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებით დღეს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ, როგორც ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდო და ერთგული პარტნიორი, მომავალშიც გავაგრძელებთ ღირებული და ძლიერი კონტრიბუცია განვახორციელოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო    

მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების შესრულების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან ნაბიჯებს - დარჩიაშვილი

მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს „სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს პროგრესი 2023 წელს შეფასდება“, – წერს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიისა და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება

მნიშვნელოვანი დღეა რუმინეთში, სადაც ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიულ შეთანხმებას, აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში გამორჩეული ადგილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად ხდება ამ მიმართულებით მწვანე, განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და ასევე, როგორც გადაცემის ნაწილში, საქართველოს მომავალშიც აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება. „უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანაა ამ შეთანხმების მონაწილე, ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრება, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ეს პოლიტიკური ჟესტი, მისი აქ ჩამობრძნება. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტს, ერთი მხრივ, მხარდაჭერა ექნება, მეორე მხრივ, საქართველოს ენიჭება კიდევ მორიგი ბერკეტი, შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი, რაც, რა თქმა უნდა, ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს, რა თემები განიხილა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო კომუნიკაციისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეჩერებისა და უკრაინისთვის საჭირო დახმარების საკითხები განვიხილე, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუმ Twitter-ზე დაწერა. მისივე თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ასევე გამოვხატე შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.  

ილია დარჩიაშვილი: სომხეთსა და საქართველოს შორის მარტივად საზღვრის გადაკვეთა ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას

„სომხეთსა და საქართველოს შორის მარტივად საზღვრის გადაკვეთა, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ  „საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ ერთი მხრივ, შეფასდეს ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არსებობდა ორ ქვეყანას შორის და მეორე მხრივ, დაიგეგმოს, იდენტიფიცირება მოხდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც არის დღის წესრიგში. კომისიის მუშაობის შედეგად უკვე მომავალ წელს იმ იდენტიფიცირებული საკითხების გარშემო მოხდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ეკონომიკური კომისიები ორ ქვეყანას შორის. ამ კომისიებს უკვე ტრადიციული სახე მიეცა, რაც ძალიან ეხმარება შესაბამის სამინსიტროებს, რომ მათი მუშაობა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი ორი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და არარატ მირზოიანმა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს სხდომაზე მიღწეული შედეგებით.  „განხილულ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ელექტრონული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონია გაიმართა. მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და  ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. „მინდა, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი და ყოველდღიური საქმიანობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე იყოს მორგებული და თქვენ, რა თქმა უნდა, გექნებათ ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში საქართველოს მთავრობისა და საგარეო უწყების მხრიდან მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იზრუნოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა საკონსულო თანამდებობის პირებს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის და მოუწოდა, კვლავაც აქტიურად იმუშაონ საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეთა დასახმარებლად. ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარმოადგინა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მან ყურადღება გაამახვილა საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სიახლეებზე. კერძოდ, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღებისა და საკონსულო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რამაც უზრუნველყო მომსახურების ქოლცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა და მისი გაძლიერება როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ დონეზე. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსულებისთვის გაიმართა საკონსულო სერვისების განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებული ვებგვერდი ადაპტირებულია მოქალაქეთა საჭიროებების მიხედვით. კერძოდ, მას დაემატა მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის მეშვეობითაც პირი შეძლებს მონაცემების შაბლონის შექმნას, ელექტრონული განაცხადების გაკეთებას, განაცხადების სტატუსის შემოწმებასა და დოკუმენტების ატვირთვას. ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პირადი სივრცის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს განახლებული ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ. გარდა ამისა, გაუმჯობესდა ძებნისა და ნავიგაციის მექანიზმები და პროგრამის ანალიტიკური შესაძლებლობები; ვებგვერდს დაემატა ინტერაქტიული რუკის სექცია. კონსულებს წარუდგინეს ვებგვერდის ანალოგი მობილური აპლიკაციაც.  

ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთის სახელწიფო მდივან ჯეიმს კლევერლის შეხვდა - რა საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლის შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  „მხარეები მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში და აღნიშნეს უორდროპის ფორმატის მნიშვნელობა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.  „განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი თემები, აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და განვიხილეთ თანამშრომლობის კიდევ უფრო დაახლოების გზები“, - წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.   

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ანგარიში ტექნიკურია და დოკუმენტში 32 სექტორული მიმართულებებიდან, 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება

ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში   „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა მისივე თქმით, ანგარიში ტექნიკურია და დოკუმენტში 32 სექტორული მიმართულებებიდან, 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება.  ამასთან, დარჩიაშვილის განცხადებით, როგორ წესი, ჯერ ხდება შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნება, შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა „ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. ევროკომისიას მოუწია ფორსმაჟორულ მდგომარეობაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული“. ილია დარჩიაშვილის თქმით, წარმატებით სრულდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიც, „რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის. არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა". ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - ღარიბაშვილი    

ილია დარჩიაშვილმა ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისრაელის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ელი ქოენთან გაცნობითი ხასიათის საუბარი გამართა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, ორ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებზე. ასევე ყურადღება დაეთმო საქართველო ისრაელს შორის ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოიხატა.  მაღალი შეფასება მიეცა ხალხთაშორის კავშირებს. ილია დარჩიაშვილმა მიულოცა კოლეგას მინისტრის პოსტზე დანიშვნა, წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და დაუდასტურა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.  

ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ბერძენმა კოლეგამ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბერძენ კოლეგასთან. მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე, გააკეთეს შეხვედრის შემაჯამებელი განცხადებები პრესასთან. "შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ნიკოს დენდიასმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული კავშირები, რამაც ასახვა ჰპოვა არა მხოლოდ ამ ქვეყნების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებზე, არამედ კულტურაზე, ხალხთაშორის კავშირებსა და იმ ისტორიულ ფასეულობებზე, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტებისა და კონტაქტების ინტენსივობის მნიშვნელობა ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო განვითარებისთვის. განსაკუთრებით გამოჰყვეს დიდი პოტენციალი ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ახლო მომავალში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ჩატარებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას რეგიონში - როგორც ბიზნესის წარმოების, ისე ტურისტული მიმზიდველობისა და ქვეყნის მზარდი სატრანზიტო ფუნქციების გათვალისწინებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დღის წესრიგს და უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ის დიდი დახმარება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საბერძნეთმა საქართველოს აღმოუჩინა ამ კუთხით. შეხვედრაზე გამოიხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შეფასების დროს ევროკავშირის მხრიდან გათვალისწინებული იქნება საქართველოს ძალისხმევა, რაც შემდგომ აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის. თავის მხრივ საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა პირველივე შესაძლებლობაზე ეწვიოს საქართველოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპოულოსთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. „საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და აღნიშნა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის მიმართ საბერძნეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების პროცესში - დარჩიაშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ენერგოუსაფრთხოების გამომწვევის ფონზე საქართველოს როლსა და ამ თვალსაზრისით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის ენერგოუსაფრთხოება, საქართველომ შეიძინა ახალი როლი და ფუნქცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებს საქართველოს მოტივაციაზე ამ ახალ მნიშვნელოვან პროცესში. როდესაც საუბარი ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციას, საქართველოს აქვს განზრახული, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. სწორედ ამას ადასტურებს ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანის, საქართველოს და ასევე ევროკავშირის ორი წევრის მონაწილეობით. ამ პროექტით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს პოლიტიკური აფილაცია ევროკავშირთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა პროექტები, რომლებიც ფიზიკურად დაგვაახლოვებს ევროკავშირთან. ეს პროექტი არის ზუსტად მსგავსი შინაარსის მატარებელი, რომელიც საქართველოს შესძენს ახალ როლს ევროკავშირის მომავალი ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების ლიდერებთან, სადაც აქცენტი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყნების მობილიზება, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე.  

ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე სპეციალური სესიის მეჩვიდმეტე პლენარულ შეხვედრაში. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს. სესიის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს ფარგლებში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის - „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“ განხილვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტთან, ჩაბა კოროშისთან და კოლეგა მინისტრებთან.  

ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომთან დაკავშირებით გაეროს ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, რომელიც უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და აღნიშნა, რომ ეს არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და არღვევს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში მოჰყვა უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგები, მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება. მისი განცხადებით, მშვიდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი პასუხისმგებლობის პირობებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს ფუძემდებლური პრინციპების დაცვის გზით. „საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა ის როლი, რომელიც, მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკისრია მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. მან საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულის ინიაციატივას, რომელიც, მისი განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიღმა, გაეროს ძირითადი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვასაც ეხმაურება. „უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს სჭირდებათ მშვიდობა. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო მასშტაბის გლობალურ გამოწვევებს: კლიმატის ცვლილებას, სტიქიურ უბედურებებს, ტერორიზმს. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ამ მიმართულებით ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მხარდასაჭერად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევისა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ თანადგომას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის - ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზეც. „თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, რაც უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპებს”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. "საქართველო კვლავ ერთგულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციაზე, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულყოფილად ასრულებს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მიდგომა აუცილებელია, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ მხრივ, საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა რეზოლუციის პროექტის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის მკაფიო სიგნალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დასაცავად და მოუწოდებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, გაეროს წესდების შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 27-28 თებერვალს ქალაქ ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს, ასევე გამართავს შეხვედრებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან.  

ცნობილია, რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და ლტოლვილთა საკითხებში, გაეროს უმაღლემა კომისარმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქალაქ ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისთან და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. საგარეო უწყების ცნობითვე, უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უკრაინელ დევნილთა მიღების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც მსოფლიოში შეიქმნა უკრაინის ომის ფონზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და აღნიშნეს გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პოლიტიკის გატარების პროცესში.  

ბლინკენის თანაშემწემ დარჩიაშვილთან შეხვედრისას, „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე ამბობს, რომ ასეთი კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ერინ ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მედიაა და რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ეძღვნება. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში.   „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა. დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.

ილია დარჩიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ტობიას ბილსტრომმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ამ პროცესში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა შვედ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეულ პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შვედეთის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად რჩება და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ამ კუთხით, კიდევ ერთხელ აღინიშნა შვედეთის როლი და მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო არსებითია ევროკავშირის საბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსაც. მინისტრებმა გაცვალეს ფორმატის მომავალთან დაკავშირებული მოსაზრებები იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებით ევროკავშირისკენ. ასევე, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და ევროკავშირის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანმა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების კუთხით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს და მზად არის, იმუშაოს ქართულ მხარესთან იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც საჭიროა ამ გზაზე შემდგომი წარმატების მისაღწევად. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს საქართველოს პირადი მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის აქტიური გულშემატკივრობისთვის. მისი თქმით, საქართველო არა მხოლოდ ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, არამედ დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ევროპულ, მათ შორის, საკანონმდებლო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისითაც. მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე და აღნიშნეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირთან პრაქტიკული დაახლოების თვალსაზრისით პრიორიტეტულ მიმართულებებს და ამ პროცესში შვედეთის დახმარებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვევები.  

ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტში, სადაც საქართველოს დელეგაციას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერონ ემილსონი და კომიტეტის წევრები. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმ მრავალწლიან მხარდაჭერას, რომელსაც შვედეთი იჩენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და ემხრობა ევროკავშირის გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკას. ასევე, შვედეთის მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას და იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიაღწია დემოკრატიული მშენებლობის კუთხით. მინისტრმა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად და აღინიშნა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შვედეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტის წევრებს გაუზიარა საქართველოს ხელისუფლების ხედვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და მიესალმნენ ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების ინტენსიურ დინამიკას, რაც გამოიხატა როგორც შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტით, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარმატებული ვიზიტით შვედეთის სამეფოში გასულ წელს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოების გლობალური გარემო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ვაჭრობა, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.  

საგარეო: მინისტრმა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი. „ორივე მხრიდან ხაზი გაესვა 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ და, შედეგად, საქართველომ გადაინაცვლა გაფართოების პაკეტში. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას და ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას და პრაქტიკულად მოამზადებს ქვეყანას წევრობისთვის. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობის შესახებ, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება საინტერესო - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო და არის საინტერესო. „ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ყველა პოლიტიკოსის, დეპუტატის ხედვა და მოსაზრება. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მათ მოსაზრებებს. არის მოსაზრებები, რომელიც საფუძველს მოკლებულია და არანაირი საფუძველი არ არის, რომ მოვისმინოთ მსგავსი განცხადებები, თუმცა, პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო. ის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა კანონპროექტს, რომლის დღის წესრიგიდან მოხსნა სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც საქმე დეპოლარიზაციას ეხება. ამ მხრივ ეს ნაბიჯი არის პასუხი, რომ საქართველოს სახელისუფლებო გუნდი ყოველთვის ყურადღებით უსმენს პარტნიორების მოსაზრებებს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, მედიასთან საუბრისას. მინისტრის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის პირველი ნაწილი ევროკომისიაში შეხვედრებს, მეორე ნაწილი კი NATO-საქართველოს კომისიის სხდომას მოიცავს.  

რა საკითხები განიხილეს ევროკომისარმა ვარჰეიმ და ილია დარჩიაშვილმა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. „ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესის მნიშვნელობას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სახით. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება ასახული შემდგომ გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნავს საგარეო უწყება. მისივე თანახმად, ევროკომისრისა და დარჩიაშვილის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე იმ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციას. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, მასში საქართველოს ჩართულობას და იმპლემენტაციის პროცესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, დისკუსია ყველა მონაწილის ჩართულობით გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წლევანდელ წელს ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში. ორად არის ვიზიტი გაყოფილი: პირველი ნაწილი ეთმობა ჩემს შეხვედრებს ევროკომისიაში როგორც კომისრებთან, ისე სხვა პასუხისმგებელ პირებთან, ხოლო ვიზიტის მეორე ნაწილი არის საქართველო-ნატო-ს კომისია, რომელიც გაიმართება კვირის მეორე ნახევარში. დღეს დავიწყე შეხვედრები, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გაფართოების საკითხებში კომისართან, ბატონ ვარჰეისთან. ჩვენ ის ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც უკვე გატარდა, რომლებიც უკვე დასრულდა. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ ვენეციის კომისიისგან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ამ კონკრეტული რეკომენდაციების გარშემო უკვე პარლამენტში პოლიტიკური პროცესია. მე გადავეცი კომისარს ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, ფართო ჩართულობით, ამ პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობით ეს დისკუსია გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა“, – განაცხადა მინისტრმა მედიასთან. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს გასაჯაროვდა.

ილია დარჩიაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან. სამინბისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი,საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები. „ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომლისკენაც მივილტვით - დარჩიაშვილი

ევროკომისიისგან მიღებული 12-პუნქტიანი გეგმა ეხება საქართველოს ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან, რომელთა შესრულების გზით საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილტვით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს: არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს გერმანული მედიის კითხვაზე, „12 პრიორიტეტს შორის არის დეოლიგარქიზაცია. პირველ რიგში, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი და ის, რომ ამ პიროვნებასთან აღარ არსებობდეს მნიშვნელოვანი კავშირები. რა კეთდება ამ თვალსაზრისით, რათა ევროსტრუქტურები დაარწმუნოთ იმაში, რომ ამ თვალსაზრისითაც მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება“, დარჩიაშვილმა განაცხადა: „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკომისიისგან, ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ საკითხის, ასე ვთქვათ, ამ გზის სხვანაირ პრიზმაში დანახვას და კონკრეტული ადამიანის მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან თავს შევიკავებთ, რადგან ეს 12 პუნქტი, მათ შორის კანონიც, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელზეც, როგორც უკვე ვთქვით, სულ ახლახანს მივიღეთ ვენეციის კიმისიისგან დასკვნები, ეხება ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცესთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულების გზით საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილიტვით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს: არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პრესკონფერენცია, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა როგორც გაფართოებულ, ისე პირისპირ ფორმატში. ანალენა ბერბოკი და ილია დარჩიაშვილი ახლა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ. გერმანიამ საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა გაიხსენა თბილისში რამდენიმე კვირის წინ გამართული აქციები და ხაზი გაუსვა, თუ როგორ ფრიალდებდა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები. ბერბოკის შეფასებით, საქართველო არის ევროკავშირი: „ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“. თავის მხრივ, მინისტრმა დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს“.  „ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

მირჩა ჯოანა საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობს

NATO-ს გენერალური მდვნის მოადგილე, მირჩა ჯოანა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წერს. ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც NATO-საქართველოს კომისიის სხდომას შემოუერთდა, სადაც მოკავშირეებმა განიხილეს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების განხორციელების ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, - წერს მირჩა ჯოანა. შეგახსენებთ, ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს. მისივე თანახმად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს დიდი ხნის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით NATO-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება. NATO-ს მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის ჩათვლით. მოკავშირეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განგრძობადი გამოწვევა.მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა, რათა დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გამძლეობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად.  

დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ დაწყებულ საუბრებს შეეხებოდა. მინისტრ დარჩიაშვილის თმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო მის პარტნიორებთან ერთად რუსულ მხარეს ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ესაუბრება. „ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომუნიკაცია და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ეხება მოქალაქეებს და მეორე, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოგვცეს კონკრეტული შედეგები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა 22 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ეს განცხადება მან გააკეთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაც იყო „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას აშშ-ის გამოხმაურება Europtime იყო პირველი გამოცემა, რომელთანაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ თემაზე ისაუბრა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მმართველი პარტიის რეაქცია თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს მიესალმება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება და რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. „ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი წარმოადგენს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას - დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. „ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას, სადაც ამ თემასთან ერთად მწვავედ იყო დაყენებული სხვა, მათ შორის სოფელ აიბღას საკითხი, ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებები და ე.წ. პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთთან საერთო სოციალური ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ამასთან, აღნიშნული თემა აისახა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატო-სა და ევროსაბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშებშიც. ამასთან, ქართული მხარე მუშაობს, რომ საკითხი მუდმივად იყოს ასახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ეტაპზე, საკითხი უკვე დაფიქსირდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში „კონფლიქტი საქართველოში“ და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ ომის 14 წლისთავთან გაკეთებულ განცხადებაში. ამასთან, საკითხი აქტიურად დგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მუშაობის პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ბიჭვინთის თემა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ICAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს ICAO-სთან სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოხუმის აეროპორტის საკითხზე. „აღნიშნულთან დაკავშირებით კანადაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობენ საკითხს. „ICAO, რომელიც გაერო-ს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლის, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ჩვენ, ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. იცით, რომ სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს მადლობა გადაუხადა, რომ „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“

პარლამენტში, სადაც პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მინისტრს მადლობა გადაუხა იმისთვის, რომ მისი თქმით, „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“. თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ პროცედურის ფარგლებში მის კითხვებზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხები გასცა. „ბატონო მინისტრო, მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია. ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას, ისევე როგორც იმ პასუხებისთვის, რომლებიც ამომწურავადაა მოცემული - დაგვიანებით, თუმცა მიღებულია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. „თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მინდა, გაიაზროთ ეს და გაითავისოთ. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან რთულ დროს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის და მადლობა, მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისად, ეს ვალდებულება არის პასუხისმგებლობა და ძალიან გამიხარდება, თუ ამას ისევე მიიღებთ, როგორც ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს“, - მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო მინსკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა, როცა იქ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბჟანია ჩავიდა. ასევე კარგი იქნებოდა, მინისტრს ტატუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირზე საჯარო რეაქცია ჰქონოდა. „ამით არაფერი მოხდებოდა, ომს ნამდვილად არ დაიწყებდა რუსეთი ამის გამო, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.  

ხატია დეკანოიძე საგარეო საქმეთა მინისტრს: თქვენ ვალდებული ხართ, დააფიქსიროთ თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე

„თქვენ ვალდებული ხართ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის წინაშე, თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე დააფიქსიროთ“, - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით უსმენდა. ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია, მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს. „ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან როცა საუბრობთ, იქ იყო სამი ძირითადი მოთხოვნა, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულება. მაგრამ თქვენი მხრიდან არც ერთხელ არ მომისმენია არც მე პირადად და არც საზოგადოებას ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ამ ანტიდასავლური რიტორიკით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ სტატუსისთვის კონსენსუსი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის, ვინაიდან პირველი მოთხოვნა სწორედ ეს არის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

ილია დარჩიაშვილი: რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მინისტრმა დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით. „საქართველომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას, დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით. აგრეთვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოიყოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის პირველმა პირებმა, ხელი მოაწერეს ქართული მხარის ინიციატივით დაწყებულ ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არამხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი, ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით. ალტერნატიულ დერეფნებთან მიმართებაში, საქართველოზე გამავალი დერეფნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების/მარშრუტების ოპტიმიზაცია, მათი გამტარუნარიანობის ზრდა და უსაფრთხო, შეუფერხებელი გადაზიდვებისათვის საჭირო დროის შემცირება. მნიშვნელოვანია დაგეგმილი დერეფნების, განსაკუთრებით კი კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის დროული ამოქმედება. ზემოხსენებული გათვალისწინებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და პოპულარიზაციას (მათ შორის სატრანსპორტო მარშრუტი „ლაპის ლაზული“, TRACECA, კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის ახალი ტერმინალი, ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი და სხვ). ამ მიზნით, მიმდინარე წელს გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც სამინისტრომ და საქართველოს საელჩოებმა მონაწილეობა მიიღეს ან ხელი შეუწყვეს ქვეყნის უწყებების მონაწილეობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. რაც შეეხება მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტს, დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. „ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელს შორის, რომელიც მიმართულია, როგორც მთლიანობაში ნდობის აღდგენისკენ, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ინიციატივა უმასპინძლოს მსგავს დიალოგს საქართველოში. ეს შესაძლებლობა/შეთავაზება კვლავ ღიაა და მზად ვართ პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად. მოგეხსენებათ, ქართული მხარის შუამავლობით, 16 ივლისს, თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. ასევე, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე საქართველოს შუამავლობით, პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობით და კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის ინტერესების დაცვით გაათავისუფლა. მივესალმებით ჩვენი პარტნიორების შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოებულ დიალოგს და ვთვლით, რომ დიალოგი არის პერსპექტიული როგორც ნდობის აღდგენის, ასევე პრობლემური საკითხების გადაჭრის კუთხით და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები. ხაზგასასმელია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში. მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების, განხორციელებას და ვთვლით, რომ ახალი პროექტების იმპლემენტაცია განამტკიცებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნით დაინტერესებას, როგორც აზიის, ასევე, ევროპის ქვეყნების მხრიდან, ხოლო ჯანსაღი კონკურენცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. აღნიშნული პროექტები ატარებს წმინდად ეკონომიკურ ხასიათს და ამასთან გევლინება პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითად. რაც შეეხება კითხვას ოკუპირებუ ლიაფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ზემოხსენებულ სატრანსპორტო კორიდორებში ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც მისი ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება. „მსგავსად, რუსეთის ცდილობს ოკუპირებული რეგიონებში საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ წარმოაჩინოს, ასეთი ფორმით მიმდინარე უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს და აიცილოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების ვალდებულება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი: ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის სტრატეგიული ხედვა და გარანტია გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის

საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზაციის დაარსების 74-ე წლისთავს მიეძღვნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიზანი. „ეს არის სტრატეგიული ხედვა და გარანტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს გაფართოების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ხელი შეუწყო როგორც თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ინდივიდუალური თავისუფლების განმტკიცებას, ისე ახალი წევრი ქვეყნების გაძლიერებას. „დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა NATO-სთვის, რადგან კიდევ ერთ, ოცდამეთერთმეტე წევრს, ფინეთს მიესალმებიან ალიანსში. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ნორდიკული უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის“. მოკავშირეები ასევე შეთანხმებული არიან რომ, შვედეთის გაწევრიანების პროცესიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. საქართველო მიესალმება ალიანსის ამ გადაწყვეტილებებს, რაც კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ყოველთვის ასრულებს მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე. „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა ევრო-ატლანტიკურ ერთობაში თავისი ადგილის მოსაპოვებლად გამოიარა განუზომელია. იმ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი რომლებმაც საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას თავი შესწირეს, კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით აქ მყოფი საზოგადოებისთვის.აღსანიშნავია, რომ NATO-ს დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.  

ილია დარჩიაშვილი ბლინკენს: იმედს გამოვთქვამთ, რომ აშშ წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას

სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტის, ილია დარჩიაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს, სასამართლოს სრულ დისკრედიტაციას - ვალერი ცერცვაძე აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა „ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს. ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“,- აღნიშნავს დარჩიაშვილი.  

ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას - დარჩიაშვილი

საქართველო მყარად გააგრძელებს მხარდაჭერას იმ პრიორიტეტების მიმართულებებით, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბუიარ ოსმანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. “ჩვენ ძალიან ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის,როგორც ეუთო-ს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების მიმართულებით, ისე ორგანიზაციის მიღმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებითაც. შეხვედრისას ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ამ კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანების უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები. გვქონდა ასევე საუბარი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის დარეგულირებას. სულ ახლახან ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც მან განმარტა, შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა. „მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას. ამისთვის მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მას ექნება შესაძლებლობა, თავად იხილოს ადგილზე არსებული სიტუაცია. შევეხეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. უკრაინაში მიმდინარე ომს. ამ კუთხით ყურადღება გავამახვილე უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეუთოს ყველა მექანიზმის გამოყენების მნიშვნელობაზე“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. „ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეუთოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია,როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი მხარდაჭერილი იქნება“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ჩვენთვის ეუთო-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - დარჩიაშვილი

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზეც გვქონდა შესაძლებლობა, მოსაზრებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას - დარჩიაშვილი „მინისტრ ოსმანს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, რაც თავადაც კარგად მოეხსენება, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ და ასევე ცალსახად აღვნიშნე, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის. ძალიან გვახარებს, რომ ორ სამინისტროს შორის დავიწყეთ ინტენსიური დიალოგი, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის განვლილი გზა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე ნატო-ს მიმართულებით, ძალიან ღირებულია ჩვენთვის. მადლობელი ვარ და დღესაც მივიღე ჩემი ძვირფასი კოლეგისგან მზაობა, რომ ცოდნის და გამოცდილების ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, რომ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ მეტად გაძლიერდეს და გაღრმავდეს. ეუთო-ს თავმჯდომარეს აღვუთქვი, რომ საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთო-ს სამივე განზომილების ფარგლებში. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ეუთო-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია, როგორც მანამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი იქნება მხარდაჭერილი. საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად იმუშაოს აქტიურად ძირითადი პრიორიტეტების შესრულების და განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილი.  

ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული, პირველი ანგარიში გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა. "ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება თებერვლის ბოლოს ევროკომისიის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო და პროცესს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევდა.პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე საკანონმდებლო ორგანო და სასამართლო ხელისუფლება. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს. ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე, რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. ანგარიშთან ერთად, ევროკავშირის ელჩს გადაეცა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისადმი, საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ, გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მოიცავს ყოვლისმომცველ ინფორმაციას, მათ შორის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს ყველა მიმართულებით", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი - ილია დარჩიაშვილი

დღეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი. ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატის დაფუძნების შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რომში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, იტალიის რესპუბლიკასთან მაღალი დონის დიალოგის ახალი ფორმატი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, თავდაცვა და უსაფრთხოება, პოლიტიკური მიმართულება, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო. მისი შეფასებით პლატფორმა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. „ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოეწერება სტრატეგიული დიალოგის შესახებ ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. აღნიშნული ფორმატი გააძლიერებს და ახალ იმპულსს მოუტანს იტალიის და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს“-განაცხადა დარჩიაშვილმა. იტალიაში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას ილია დარჩიაშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყება იმაზეა ფოკუსირებული, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ჩვენს იტალიელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა მიმართულებით არის აქცენტები გასაკეთებელი. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პარლამენტის სპიკერთან, რადგან ამ პროცესში საპარლამენტო მხარდაჭერაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ , რომ პარლამენტი, იტალიის მთავრობასთან ერთად, ძალიან აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მხარდაჭერის პროცესში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს იმ მთავარ მიმართულებებზე, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სჭირდება საქართველოს. „ჩვენ ძალიან დინამიკურად ვთანამშრომლობთ ორმხრივ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის მიმართულებით. მაგრამ ასევე ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებიც გამოხატავენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით და ყველა ქვეყნის მზადყოფნა და მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.    

სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს ათობით მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება მოქალაქეების გამოყვანაში. პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ ადგილზე მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ“, - აცხადებს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.  

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, უფრო მეტად უნდა მოხდეს ჩვენი მეგობრების მობილიზაცია - დარჩიაშვილი

აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - უფრო მეტად უნდა მოხდეს, ამ მიმართულებით, ჩვენი მეგობრების მობილიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია "საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრეს. "ჩვენ შევეხეთ რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე გავუზიარე ბატონ რაუს ის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა დარჩიაშვილმა.  ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

პოლონეთის სახით საქართველოს ძლიერი და საიმედო მხარდამჭერი ჰყავს - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ საერთო ინტერესები და მისწრაფებებიც აერთიანებს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც, მინისტრის თქმით, „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზა გაუხსნის ევროკავშირის წევრობისაკენ“. აღინიშნა ის მოცულობითი სამუშაო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების  მიმართულებით გასწია. „გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით  შეფასდება და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ“, - განაცხადა მინისტრმა.  მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოს როლზე ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა.  დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა ცალსახად დააფიქსირეს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობა ევროპისთვის. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში  ევროკავშირთან ერთად აგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას“,  - აღნიშნა მინისტრმა.  შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსული  ოკუპაციის  შედეგებზე - უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პოლონეთის მნიშვნელოვანი წვლილი.  „მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა და ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და  უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის,  ტურიზმისა და  კულტურის სფეროებში არსებული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების გზებს.  როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მოკავშირე ქვეყნის - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისა და, ამ მიმართულებით,  საერთაშორისო  საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში.

ზბიგნევ რაუ: პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა

პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. ზბიგნევ რაუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მინდა, დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის“, – განაცხადა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანის თანახმად. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადება პოლონურ ენაზე გააკეთა. საგარეო უწყებას განცხადების თარგმანი ჯერ არ გაუვრცელებია.  

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განვიხილეთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზბიგნევ რაუმ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მისი ვიზიტის მიზნებზე საუბრობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 26 აპრილს ეწვია თბილისს, ოფიციალური შევხედრები 27 აპრილს მის ქართველ კოლეგასთან აუდიენციით დაიწყო. ზბიგნევ რაუმ საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. ამასთან, აღნიშნა, რომ ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით სურს, განიხილოს პრობლემური საკითხები და მისი გადაჭრის გზები. „ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა. ზბიგნევ რაუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. პოლონური მხარის განმარტებით, რომელიც რაუს ორდღიანი ვიზიტის დაანონსებას მოჰყვა, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში, არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის, NATO-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან~, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა. ამავე ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. „განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.  

ილია დარჩიაშვილი კატრინ კოლონასთან შეხვედრის შემდეგ: მინისტრს ვუთხარი, რომ რეკომენდაციების შესრულება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა

„ჩვენი შეხვედრისას ქალბატონ მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების გაწეულ დიდ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ ჩვენ შევასრულოთ პირნათლად და დროულად 12 რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულების მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და რეკომენდაციების სრულად შესრულებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება. „მე ვუთხარი ქალბატონ მინისტრს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ასევე, ქალბატონ მინისტრს გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა თუ რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ხელისუფლებამ. მე მას ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს, უკვე ჩატარებული რეფორმების, რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია. დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება თუ ეუთო/ოდირი, ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დარჩიაშვილის შეფასებით, კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი საფრანგეთის გამორჩეული მეგობრობის დასტური და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა.  

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელს ეწვევა

1-3 მაისს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის  შესახებ. ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელს ეწვევა როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას. „ხელმოწერის ცერემონიამდე, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს მოიცავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ისრაელელ კოლეგას ელი ქოენს და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას

საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილმა საქართველოსთან რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, - განაცხადა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში, ბერლინში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა.  სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით

საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის, რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე არის მოსკოვის მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას „პირველ რიგში, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული დამოუკიდებელი იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით და ახლა შეცვალეს, ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მან საზოგადოებას შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად იქნა გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რაც იმ დროს არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სენსიტიური იყო. „მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ეს იყო მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს მიიღეს 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მან ასევე ისაუბრა ამ საკითხის ჰუმანიტარულ ასპექტებზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთათვისაც მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან. მისივე თქმით, საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს „რაც შეეხება საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორ ჩანს, ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების თვალით დანახული - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის, ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველო სრულად ერთგული რჩება საერთაშორისო პარტნიორების და იქნება მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან „ფრენებთან დაკავშირებით საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს. „გენერალურ სანქციებს რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია, და არაერთხელ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ორმხრივ ფორმატში არსებულ სანქციებს, ამაზე ცალსახად ითქვა და ეს არის ვაჭრობა რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ეს ვაჭრობა აქტუალურია დღეს მიმდინარეობს, შესაბამისად საქართველო ძალიან ღიად და ტრანსპარენტულად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ეს მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ცალსახა და უფრო მეტიც, ჩვენ ამას ხშირად ვსაუბრობთ რომ პროაქტიულად საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის რომ არ მოხდეს გვერდის ავლა ნებისმიერ სანქციებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტშიც საქართველო იქნება ცალსახად ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მე ვერ შემოვალ ტექნიკურ საკითხებში მაგრამ მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ დღეს თუ ქვეყანა ღიაა და მიმოსვლა არსებობს რუსეთის ფედერაციასთან საავტომობილო თვალსაზრისით და ეს მოცემულობა არის დღეს, შესაბამისად, ზედმეტი აჟიოტაჟი რომ მომეტებული რაოდენობა იქნება საქართველოში შემომავალი ვიზიტორების, სრულიად გაუგებარია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უკვე საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს რომ იმოგზაუროს თავის ახლობლებთან რუსეთის ფედერაციაში, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით”, - განაცხადა მინისტრმა. შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა მოსკოვის ეს ნაბიჯი გავლენას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხის 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირება, არ არის სწორი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებით, ეს კითხვები არ არსებობს. „არ შეიძლება, ყველა საკითხი დავუკავშიროთ საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებას. და მოვუწოდებ ყველა ჩვენს ოპონენტს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ნებისმიერი პროცესის წარმოჩენას ცდილობს საქართველოს მიერ 12 პუნქტის და პრიორიტეტის შესრულების კონტექსტში და ეს ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რატომ ხდება საქართველო ყოველთვის ობიექტი მსგავსი ტიპის შეფასებების, გაუგებარია. მაშინ, როდესაც მოლდოვის შემთხვევაში - ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არ არსებობს კითხვები და რატომ შეიძლება, საქართველოსთან დაკავშირებით დადგეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის მიუღებელი. საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას. ვიცით რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ჩვენთვის ევროინტეგრაცია ეს არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით

ილია დარჩიაშვილი: არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა

„თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მინისტრის თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. „უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს უკვე პრაქტიკაში და ფიზიკურად დადასტურდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალიან ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და კონკრეტულ ამ საკითხებთან, სანქციებთან მიმართებით, ძალიან ტრანსფარენტულად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

გაუგებარია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ - დარჩიაშვილი

გაუგებარია რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ - ამის შესახებ დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისამი მიძღვნილ სიტყვაში, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“ - ზურაბიშვილი "ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ერთი შემიძლია გითხრათ თქვენც და ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ, მოჰქონდეს თავისი კონკრეტული შედეგები. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მედიასთან. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს - ზურაბიშვილი "ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგადი ცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

პრეზიდენტი პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უწყებაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, რიგითობა არ დარღვეულა. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ვერავინ მაწყენინებს - ზურაბიშვილი როგორც მინისტრმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა აუდიტორიას პირველმა მიმართა, რითაც, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულება გამოხატეს. „არ ვიცი, ჩემგან რა პასუხი გინდათ, რა უნდა გიპასუხოთ, დადგენილი წესებია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის შესაბამისი სამსახური, ჩვენ ამ წესებით ვმუშაობთ და ჩვენთვის ფრიად გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ფორუმში მიეღო მონაწილეობა, შესაბამისად, მოწვეული იქნა, ის მობრძანდა, თქვა სიტყვა და დაგვემშვიდობა. პროტოკოლის შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას ასრულებენ, იქ არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალი ადამიანები და ყველას მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რადგან სცენის მიღმა მათი შრომა ძალიან დიდია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ვინ თქვა, რომ რიგითობა დაცული არ არის?! საქართველოს პრეზიდენტი ჩემ მიერ ღონისძიების გახსნის მერე პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, სრულიად გაუგებარია ამ საკითხის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა. მახსოვს ძველი შემთხვევაც, ელჩების კონფერენციის დროს, ამიტომ ჩვენ იგივე სტანდარტით ვმუშაობთ, როგორც მანამდე ვმუშაობდით, ამიტომ არავისთვის ახალი და გაუგებარი არ უნდა ყოფილიყო, თუ როგორი პრინციპით ხდება ამ ადგილების დანაწილება, რაც შეეხება რიგითობას, საქართველოს პრეზიდენტმა პირველმა მიმართა აუდიტორიას და შესაბამისად, ჩვენ ეს დამოკიდებულება გამოვხატეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ“, -განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლის დარღვევაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, „ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი“. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“. „არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

სავიზო შეზღუდვების მოხსნაზე და ფრენებთან დაკავშირებით ძალისხმევა არ გაგვიწევია - დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას რუსეთთან ფრენების შეზღუდვების მოხსნის თაობაზე არავითარი ძალისხმევა არ გაუწევიათ. „ოპოზიცია ამ ბოლო დროს, უსაფუძვლო ბრალდებებს მიეჩვია, რომლის უკანაც არაფერი დგას და რომელსაც საფუძველი არ აქვს. ხშირ შემთხვევაში, ამაზე რეაგირება გვიწევს, რადგან ჩვენი მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, თუ რაზე ვლაპარაკობ. არ ვიცი, რატომ მიეცა ამ საკითხს ასეთი ფორმა, ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ პროცესში, არც სავიზო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და არც ფრენებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნაზე არანაირი ძალისხმევა არ გაგვიწევია, ამის შესახებ კომენტარი ყველა დონეზე იქნა გაკეთებული. ეს არის მოცემულობა, რომელზეც შემიძლია გითხრათ, ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადებების ფორმატში. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია, ახლაც იმავეს გიდასტურებთ... მსგავსი გადაწყვეტილებით, ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორელებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა და ტექნიკური საკითხი, რომელმაც მოხსნა მათი სამშობლოში ურთიერთობის პრობლემები, ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუადვილებს. რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, ჩვენ ვრჩებით ამ განცხადებაში, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომ თითქოს, „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები“, დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის რიგ წარმიმადგენლებს მოუწოდა, ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში. საქართველოსთან პირდაპირი ფრენებისა და ვიზების გაუქმების საკითხზე პუტინმა რუსული საზოგადობრივი ორგანიზაციის, „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა. „მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 26 მაისს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

პოლარიზაციას სჭირდება საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო კონსოლიდაცია - დარჩიაშვილი

გლობსეკის უსაფრთხოების ფორუმი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა, როდესაც საკითხი ეხება ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობას, პრემიერ-მინისტრი ტრადიციულად ყოველ წელს იღებს გლობსეკის ფორუმში მონაწილეობას, წელსაც ტრადიციულად ესტუმრა ბრატისლავას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს გამოწვევებზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსი. „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პანელური განხილვა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასევე, ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც აქვს დღეს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაგვემახვილებინა ყურადღება იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს. პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ეს არის ნომერი ერთი ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში. ასევე პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ილია დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები

ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, უკრაინა არის ომში და ყველაფერი კეთდება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. „ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდში ამოვუდგეთ. საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო, როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ერთად ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.  

დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას - დარჩიაშვილი

„ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. ამასთან, ამ ვიზიტს განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებას ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრთან, დომინიკ ჰასლერთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას - დომინიკ ჰასლერი მინისტრის განცხადებით, დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რის მყარ საფუძველსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პროფილის მიმზიდველობაზეც. მისი თქმით, „საქართველო, როგორც რეგიონის სატრანსპორტო კვანძი და საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და ინიციატივებში, თავისი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარებაში“. ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრის თქმით, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ლიხტენშტაინი საქართველოს საიმედო და სანდო პარტნიორია. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოება ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის დაცვას და ეს არის ის ფასეულობა, რომელიც ევროპის ყველა სახელმწიფოს აერთიანებს.  

ევროკავშირში გაწევრიანება, NATO-ში ინტეგრაცია, აშშ-სთან ურთიერთობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება - დარჩიაშვილის მოხსენება პარლამენტში

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. მისი მოხსენების პირველი თავი ევროკავშირის გაწევრიანებას ეთმობა. მინისტრის შეფასებით, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და კოორდინაციით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების სრული დაცვით. შედეგად, მოცემულ ეტაპზე, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა. ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც, შესაბამისად, გახდება წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ლიდერების დადებითი გადაწყვეტილების საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელების ინკლუზიური და ღია პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მუშაობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით, 2022 წელსვე შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით - საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. დამატებით, ვიზიტების ფარგლებში, იმართება შეხვედრები აკადემიური წრეების, ანალიტიკური ცენტრების და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოების ფართო წრეების მხარდაჭერის მობილიზება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხისადმი. ეს შეხვედრები ემსახურება ევროპულ ინსტიტუციებსა და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ჩვენი მოკავშირეების მუდმივ ინფორმირებასა და ჩართულობას იმპლემენტაციის პროცესში, ამასთან, კონსულტაციებს 12 პრიორიტეტის ეფექტიანად შესრულების თაობაზე. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სახვადასხვა დონის ვიზიტები და შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურების თანამდებობის პირებთან“. მინისტრი აღნიშნავს, რომ „საქართველოს, ასოცირების შეთანხმების მხრივ შესრულებული აქვს ვალდებულებების, დაახლოებით, 50%, ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი“. NATO-ში ინტეგრაცია ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ქართულმა მხარემ „ქმედითი ნაბიჯები" გადადგა სხვადასხვა მიმართულებით: "გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც NATO-ს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, რომლის დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები". მინისტრმა მიმოიხილა თითოეული ვიზიტი და მისი შედეგი, მათ შორის ისაუბრა პრემიერ-მინისტრისა და NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრასა და საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტებზე; მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა NATO-ს ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: NATO-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და NATO-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). სამომავლო გეგმები დარჩიაშვილი ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული მხარე "აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს სათანადოდ წარმოსაჩენად". ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის გეგმით, გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, NATO-საქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით. ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის კონტექსტში მინისტრი საუბრობს მისი სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე: "დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის; საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს წარმატებები; მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა; გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით". მინისტრი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. დარჩიაშვილის თქმით, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები: "რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში კი, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვება". ორმხრივი ურთიერთობა აშშ-სთან ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან დინამიურად ვითარდებოდა თანამშრომლობა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. „შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ნატოში ინტეგრაციას, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს". მინისტრი გამოყოფს აშშ-ის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მაგალითად იშველიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენებას, რომლის თანახმადაც, „საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამასთან, ამერიკული მხარე ფორმალურ თუ პირად საუბრებში, ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას". ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამავე მოხსენებაში მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარება/ხელშეწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მისი შეფასებით, აღნიშნულს ეკონომიკური სარგებლის გარდა, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჭრილში. „ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტ კაბელები, საბორნე მიმოსვლა, რომლებიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს ქვეყანას, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერ რეგიონულ ცენტრად და საკვანძო როლი შეასრულოს საერთაშორისო ტვირთბრუნვასა და ვაჭრობაში, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში არამხოლოდ როგორც ენერგორესურსების გამტარმა, არამედ როგორც სუფთა ენერგიის წყარომ“.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას - დარჩიაშვილი

საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს,“ - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ ნორვეგიის ელჩი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას დაადასტურა, რომ უწყებაში ნორვეგიის ელჩი იმყოფებოდა. მინისტრის თქმით, ელჩთან საუბრის პირველი ნაწილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილებას შეეხო, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო მიენიჭებინა, მეორე ნაწილი კი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე, ელჩის შეფასებებს შეეხებოდა. „ნორვეგიის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთი მხრივ საკითხი ეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ. ადამიანს მიენიჭა ადამიანის უფლებებში ჯილდო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ადამიანის უფლებები პრაქტიკულად არ არსებობდა ამ ქვეყანაში. თუმცა ელჩთან საუბრისა და კომუნიკაციის მთავარი თემა ასევე იყო მის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები, როდესაც ის შეფასებებს აკეთებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო უწყებამ ნორვეგიის ელჩი დაიბარა  

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ვის შეუძლია, მიაკუთვნოს თავი „გლობალურ ომის პარტიას“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, განმარტა, ვის შეუძლია, მიიჩნიოს თავი გლობალური ომის წარმომადგენლად. მინისტრის თქმით, გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია, მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს. „პაატა მანჯგალაძე საუბრობდა გლობალური ომის წარმომადგენლებზე, თუ როგორ ვხედავ მე ამ საკითხს. გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. თუკი გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წევრები, გადავხედავთ ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას და მათ და მათი ოპონენტების საგარეო ფლანგზე პოზიციონირებას, ეს იყო კონსოლიდირებული. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როცა საკითხი მათი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა იქ პოზიციები ფორმირებული ყოფილიყო, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან ყველას შეუძლია, მიაკუთვნოს თავი ომის პარტიას, ვინც თავისი განცხადებებით, თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულების გაზიარებითა და საუბრით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ განხორციელებას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულების შესახებ კითხვას, ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, შევძლოთ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ეს პოლიტიკა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და ყველა ვემსახურებით ამ პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის პირველ დიპლომატს კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. „ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში სამშვიდობო პროცესების პოზიტიურად წარმართვის და რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე და გამოთქვეს იმედი, რომ მაღალი დონის შეხვედრები არსებული ინტენსივობით შენარჩუნდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მინისტრებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში და სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრის მზაობა გამოთქვეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დარჩიაშვილმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „რუსეთის აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე“ ისაუბრეს

19 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგნასიო კასისს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპის კონტინენტისთვის და რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და ვაჭრობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ საქართველოში, ამასთან გაზრდილია როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე  შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა. დადებითად შეფასდა, 2023 წლის ივნისში, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის ელენ ბუდლიგერ არტიედას და მის თანმხლები ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ხაზი გაესვა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.  „ილია დარჩიაშვილმა იგნასიო კასისს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოქალაქეებს შორის  შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტებში შვეიცარიის  კონტრიბუციისთვის. აღინიშნა, რომ შვეიცარიის დახმარება დღევანდელ, გამოწვევებით სავსე გარემოში, კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს. ხაზი გაესვა, ბოლო წლებში, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების გამართვის პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში, აღინიშნა, 2023 წლის იანვარში, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შვეიცარიის პრეზიდენტის შეხვედრა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ასევე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან და ბერნის მერთან.  

ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის (დოილი) თავმჯდომარეს, შონ ო’ფარელს შეხვდა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ირლანდიას შორის ურთიერთობებში მზარდ დინამიკას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაესვა ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს როლს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. ილია დარჩიაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების პრაქტიკა და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. საუბრისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან პოლიტიკური და სექტორული დაახლოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მოლოდინებზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ირლანდია შემდგომშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება. დოილის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დუბლინი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა. შონ ო’ფარელის განცხადებით, ირლანდია კვლავ გააგრძელებს პატარა ქვეყნების ინტერესების დაცვას ევროკავშირის მასშტაბით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე. ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალობის შენარჩუნების მხრივ პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროება და ამ კუთხით ირლანდიის შეუქცევადი მხარდაჭერის მნიშვნელობა“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუსთან. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე, ჯილ რუბი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს, ჯილ რუბის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრს. განხილულ საკითხთა შორის ასევე იყო ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენის მიმართულებით.  

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: მხარს ვუჭერთ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, მხარდაჭერა ალბათ მეტად გაიზრდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მნიშვნელობა, რომლითაც ევროპის საბჭო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებზე "კონფლიქტი საქართველოში", რომლებიც წელიწადში ორჯერ მიიღება და დეტალურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, განუზომელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა. თავის მხრივ, ბურიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა, მხარს ვუჭერთ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით, მხარდაჭერა ალბათ მეტად გაიზრდება. „თქვენს ლამაზ ქვეყანაში ეს ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ და ველოდები, რომ სამი დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი და დატვირთული პროგრამა მექნება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე სტუმრობით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით, ბეჯითად ვმუშაობთ იმ კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ადგენს და შემდგომ წარმოადგენს ევროპის საბჭო და რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს. მინდა, დავიწყო ჩემი მადლიერებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მომიწვიეს ქვეყანაში ვიზიტით და მომეცა შესაძლებლობა, თბილისში ხვალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა. მთელი ჩემი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ორმხრივი ღონისძიებით. 24 წლის წინ შეუერთდა საქართველო ევროსაბჭოს და 2020 წელს, როდესაც ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მან წარმატებით გაართვა თავი თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს. თქვენ ასევე ახსენეთ რეიკიავიკის სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო და სადაც სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროსაბჭოს როლს, რომელიც არის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ყველა ეს ღირებულება, თავის მხრივ, განამტკიცებს მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ღირებულებები კარგად მუშაობს ევროპაში და მე ვხედავ, რომ აგრეთვე დღევანდელ საქართველოშიც. რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის მხრიდან უარის თქმა ამ ღირებულებებზე, რის შედეგადაც იგი გარიცხეს ევროსაბჭოდან და ჩვენ, რასაკვირველია, ძალას არ ვიშურებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც ასევე ითვალისწინებს ყველა იმ ზიანის აღრიცხვას, რომელიც ქვეყანას მიადგა რუსეთის თავდასხმის შედეგად. საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა. მიმდინარე სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულდება წლის ბოლოს, მხარდაჭერილია თქვენი ხელისუფლების მხრიდან და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლოს რეფორმა, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ კანონმდებლობა. 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას. ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებაც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ილია დარჩიაშვილმა მარია ბურიჩს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 2023 წლის 30 ივნისს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვიზიტით ეწვია.  

დარჩიაშვილი უკრაინის გადაწყვეტილებაზე: აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, დღეს ამაზე რეაგირება არ გვექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“ „გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ, ტრადიციულად, აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ, ტრადიციულად, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს, ტრადიციულად, ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი დამოკიდებულება, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე,  ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია

ილია დარჩიაშვილი, NATO-ს სამიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ვილნიუსის NATO-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვის მხარდაჭერას. „აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს. NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერების და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება  

საგარეო უწყება: პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ქართულმა მხარემ პოლონელ დიპლომატთან შეშფოთება დააფიქსირა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან. უწყების ცნობით, „შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან.“ „პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისივე თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ „პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.“ უწყების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი. პოლონელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დღეს, 17 ივლისს გამოიძახეს.  

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ჩადის

18-19 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან. „შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ძირითადი აქცენტი გაკეთდება წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ასევე საუბარი შეეხება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაკეთებულ ზეპირ ანგარიშზე, სადაც ასახულია საქართველოს პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ასევე აღინიშნება ევროკომისიის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. ამასთან ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკაზე.  

ვარჰეი: მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს - მნიშვნელოვანია სამუშაოს დაჩქარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან. საგარეო უწყების თანახმად, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა. „აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, რაც აისახა როგორც ქვეყნის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ასევე ევროკომისიის ზეპირ შეფასებაში. მხარეებმა მიმოიხილეს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ემსახურება სწორედ 12 პრიორიტეტის შესრულებას. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ამ მხრივ მიმდინარე წლის მაღალ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორული და ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას დაკავშირებადობის თვალსაზრისით, დადებითად შეფასდა შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში სატრანზიტო მიმართულებით განხორციელებული პროექტები. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. დადებითად შეაფასეს მხარეთა შორის არსებული მჭიდრო მაღალი დონის კონტაქტები და გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სათანადოდ იქნება ასახული ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და არსებული პროგრესი,“ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. თავის მხრივ, ვარჰეის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნება, რომ ევროკომისიის პრიორიტეტებზე მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. „ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება,” - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა

20-21 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვდება პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟოაო გომეშ კრავინიოს, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს აუგუშტუ სანტუშ სილვას და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს ევროპის საკითხებში ტიაგო ანტუნეშს. ასევე გაიმართება შეხვედრები ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLC) აღმასრულებელ მდივანთან. ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი მანამდე ბრიუსელში იმყოფებოდა.  

ილია დარჩიაშვილი: მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაონ ვიზიტორებისადმი დექსტრუქციული დამოკიდებულებისგან

„მინდა, მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია,“ შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააკეთა. „ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია, მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით. მეორე მხრივ, საქართველო, როგორც არაერთხელ ითქვა, შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყოს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ან თვითმფრინავის საშუალებით რომელიმე სანქცირებული ავიაკომპანია ან ბორტი. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო რეგულაციების მიმართულებით ასრულებს თავის ვალდებულებებს, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ერთადერთ რამეს ემსახურება გამოხატული დამოკიდებულება საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების წინააღმდეგ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ტურიზმის განვითარებასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამოხატულებისგან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, აქციით დახვდნენ. პოლიციამ ბათუმში, აქციაზე 9 ადამიანი დააკავა  

დარჩიაშვილი უნგრეთში: ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის

უნგრეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა. მან საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში და სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, გაიცვალა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. „ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც, ამ გადამწყვეტ პერიოდში,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ქვეყნის შემდგომ პროგრესს ამ გზაზე. „იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და განხორციელებული რეფორმები აისახება ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროკავშირისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგო რესურსებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე პარტნიორობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საკითხზე,“ - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. „ჩვენ ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება,“-განაცხადა პიტერ სიიარტომ. მინისტრებმა, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე ამბასადორიალის ფარგლებში მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, სექტორული, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას. მიმოხილული იქნა ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. პიტერ სიიარტომ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ბუდაპეშტში სტუმრობისთვის. თავის მხრივ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კოორდინაციით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყნებს შორის კავშირების გასაღრმავებლად.  

დარჩიაშვილი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ საკითხის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება, სწორი არ არის. „იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით თქვენი ფორმულირება არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია. ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირში არაა და მოგიწოდებთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა, გასაგები განცხადება როგორც საპარლამენტო მხრიდან, ისე საქართველოს პრემიერის მხრიდან, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში. რაც შეეხება იმას, მოდის თუ არა პრეზიდენტის ვიზიტები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ეს ხომ სამართლებრივად არაერთხელ იყო განმარტებული. შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში - ყველა, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ პატივი ვცეთ და შევასრულოთ," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება. მან ასევე ჯოზეფ ბორელის განცხადება შეაფასა, რომ „კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“ და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდება. ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბორელს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. „ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე, დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გაწია და იმისთვის, რომ ჩვენი - ყველას მთავარი მზიანი ასრულდეს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემსახურება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.  

ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

17 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. უწყების თანახმად, ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. „მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, საქართველოში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ბერბოკმა მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო, ევროკავშირის წევრები გახდებიან. გერმანელი დიპლომატი საქართველოს ვიზიტით ასევე მიმდინარე წლის მარტში სტუმრობდა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.  

ხერტ იან კოპმანი: რეფორმების განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის

სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორის, ხერტ იან კოპმანის შეფასებით, რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშნველოვნაია საქართველს ევროპული დღის წესრიგისთვის. ამის შესახებ მან მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. „მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ამჯერად ბრიუსელში და გავაგრძელებთ დისკუსიებს ძირითადი ზომების შესახებ, რაც საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია განახორციელოს 12 პრიორიტეტის წინსვლისთვის. რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის”, - წერს იან კოპმანი Twitter-ზე.  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

25-26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს შეგახსენებთ, ილია დარჩიაშვილის გამგზავრებამდე, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია. „მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა - EUROPOL და Frontex, თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

2023 წლის 3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ევროკომისრებს: ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონის, მართლსამჯულების საკითხებში, დიდიე რეინდერს, ბიუჯეტისა და ადმინისტრირების საკითხებში, იოჰანეს ჰანს და კრიზისის მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩს. 25-26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებსა და ევროკომისრებს შეხვდა. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისართან, ილვა იოჰანსონთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან. ბრიუსელში ვიზიტისას, ასევე შედგა ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან.  

რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს. „მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. 3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა. 2023 წლის 4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს. მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.3-4 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს

ილია დარჩიაშვილი: უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უნგრეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ინდივიდუალურად მუშაობს, რათა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით ქვეყანას ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდეს. „ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთანაც, რათა მისი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი საერთო მიზანი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ - ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. დარჩიაშვილმა „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პროქტის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართულები მის განხორციელებაში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამყარებს იმ ფაქტს, რომ ამ მიმართულებით თანამაშრომლობა გრძელდება. „უნგრეთი არის ერთ-ერთი მონაწილე რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ყველა აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან, ჩვენ და აზერბაიჯანი - ამ თანამშროობას ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ რომ კონკრეტული ნაბიჯები გამოჩნდება,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.  

ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

13 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ილია დარჩიაშვილი  შეხვედრას გამართავს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია გაბრიელთან,  როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.  საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. დღესვე ილია დარჩიაშვილი  ეწვევა სოფიას ტექნოლოგიების ინსტიტუტს.  

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარლგებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. „საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა,“ - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები 12 ოქტომბერს გადასცა. ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.    

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და მხარეთა მიერ დეკლარილებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების „დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას.“ მინისტრის განცხადებით, საგარეო მიზნები, რომელის ხელისუფლებამ „კონსტიტუციურ ნორმად აქცია“, „სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან“ და „არანაირიად არ შეაფერხებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.“ მას დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ შეუთანხმა მთავრობამ პარლამენტს ჩინეთთან შეთანხმება. „საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. დღეისთვის, რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით. ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ - ამერიკის და ევროპის 40 ქვეყანას; "სტრატეგიული პარტნიორობა" - ევროპის, ამერიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და აფრიკის, 20 ქვეყანას; ასევე, ევროკავშირს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) და აფრიკის კავშირს (AU). უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (Cooperation between China and Central and Eastern European Countries = China-CEEC) ჩართულია ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდაა მთავარი ამოცანა. „შესაბამისად, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან. 2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა მონაწილე ევროპული ქვეყნების და ჩინეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ინტენსიური კონსულტაციები. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, ჩვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაეჭირა საქართველოს ამ სურვილისთვის, რაც ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღიარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის დატვირთვას და ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს. მინისტრის განცხადებით, ჩინეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (14+1 ფორმატში) საქართველოს დამკვირვებელ წევრად ჩართვა „ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ.“ როგორც დარჩიაშვილმა განმარტა, ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობა, თავის მხრივ, ხაზს უსვამს და ამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან კუთვნილებას. „საქართველოსთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან - დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. 14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია, განვიხილოთ, განსაკუთრებით, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე. 14+1 ფორმატში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვება ქართულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს ფორმატში მიმდინარე პროცესების, ერთობლივი პროექტების და გეგმების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. „რაც შეეხება გლობალურ კონტექსტს, საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები და გაერო, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია. ერთობლივ განცხადებაში მოხსენიებულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი ამასთან, მიგვაჩნია, რომ განცხადების დებულებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულია იმდენად, რამდენადაც საუბარია გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარების, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო - საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით. ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარდება - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. დარჩიაშვილის შეფასებით, ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. დარჩიაშვილის თქმით, „ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება“. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს „გარკვეულწილად პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით“. „საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა. შეკითხვა ეხებოდა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ამასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  შემდეგ აღნიშნულია, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. პარლამენტარმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამაზე პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

დარჩიაშვილი: საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სამუშაოების კოორდინაციას სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ე.წ. „შუა დერეფნის“ ეფექტიანობის გაზრდისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. „ამასთან, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ჩართულობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაში ხელს უწყობს, საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის უსაფრთხოებასა და სანდო სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას. ჩინეთი შუა დერეფნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთვება - სი ძინპინი ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან. 2017 წლის თებერვალში, საქართველომ ოფიციალური თხოვნით მიმართა სამდივნოს ამ ფორმატში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა მონაწილე ევროპული ქვეყნების და ჩინეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე ჩატარებული ინტენსიური კონსულტაციები. სამწუხაროდ, იმ დროისთვის, ჩვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. ბოლო პერიოდში, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ფონზე, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაეჭირა საქართველოს ამ სურვილისთვის, რაც ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან კვლავ დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების დროს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს აღიარებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად, რაც ზრდის საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელი ჰაბის დატვირთვას და ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება

ილია დარჩიაშვილი: რუსეთთან ჩინეთის ურთიერთობების ხასიათსა და განვითარების მიმართულებებს ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ

„ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით,“- ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას გააკეთა. შეკითხვა ეხებოდა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ამასთან დაკავშირებულ დოკუმენტში ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს. შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  შემდეგ აღნიშნულია, რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.“ პარლამენტარმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამაზე პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით. ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი - ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი  

საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით - ილია დარჩიაშვილი

შეუშლის თუ არა ხელს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანულ და შემდგომში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით მოხდა სომხეთისთვის საფრანგეთიდან ჯავშანტექნიკის მიწოდება. ამ შეკითხვას უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს. უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ორმხრივ ფორმატებში აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ წარმატებით ახორციელებს ამ პროცესში მიუკერძოებელი მოთამაშის როლის განხორციელებას. „ჩვენს ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. ზოგადად, საქართველო ყოველთვის, წლების განმავლობაში ცდილობდა, ეს ბუნებრივი როლი ეკისრა ამ პროცესში, თუმცა ძალიან რთული, კომპლექსური კონფლიქტი იყო და სწორედ პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული ძალისხმევით, ორი ქვეყნის ლიდერებთან მისი პირადი ურთიერთობებით მივიღეთ კონკრეტული შედეგი, ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შეთანხმების,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს საუბარი მშვიდობის აუცილებლობაზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და მათი ნარატივი მთლიანად მშვიდობაზეა ფოკუსირებული. „ეს ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას და ასევე, აზერბაიჯანის პრემიერის საქართველოში ვიზიტისას. საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით, ამ შესაძლებლობით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სატრანზიტო თვალსაზრისით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თანაბარ პირობებში. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი ინსინუაცია თუ წიაღსვლა უადგილო იქნება,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს ქვეყანა რეგიონული ურთიერთობების განვითარებას და რა ფორმატები შეიძლება, წარმოიდგინოს საქართველომ თუნდაც სამმხრივი ან უფრო მეტად გაფართოებული ურთიერთობებისთვის, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს, ქვეყანა ამ ფორმატში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობა. ილია დარჩიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა ძალიან ცალსახაა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული დოკუმენტის განახლებას, მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს ექნება სტრატეგია-დოკუმენტი, რომელიც ლოგიკურად ასახავს რეგიონში და რეგიონს მიღმა მიმდინარე პროცესებს. „ეს იქნება ადეკვატური მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს თანხვედრაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. ჩვენი თითოეული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, ერთი მხრივ, შესაბამისობა-თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების პოზიციონირებასთან, მეორე მხრივ, შესაბამისობაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და, მესამე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის ინტერესს და სურვილს, იცხოვროს მშვიდობიან, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანულ მედიაში 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთს მისთვის განკუთვნილი ფრანგული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორები Bastion-ი, საქართველოს გავლით მიეწოდა. ამტკიცებდნენ, რომ სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოთის პორტში გადაღებული ვიდეოკადრებიც. "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" რადიო თავისუფლებასთნ ადასტურებს, რომ სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა "კონკრეტული ტვირთი": „გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთი შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან და მიმართულია სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც არ არის სანქცირებული. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მკაფიო მითითებებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების არარსებობის პირობებში, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი", მრავალმიზნობრივი ნავსადგური საქართველოსა და რეგიონში, მოკლებულია შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ თქვას უარი იმ ტვირთის მიღებაზე, რომელიც არ არის სანქცირებული,“ - განუცხადეს გამოცემას. ასევე გაეცანით: ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.  

ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. უწყების ცნობით, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან. სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან. ასევე წაიკითხეთ: ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებიც უცხადებენ უთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს  

დარჩიაშვილი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სესიაზე: თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო. „15 წელზე მეტია, უკვე რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - უკანონო ოკუპაციას. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ხალხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი მავთულხლართებით კილომეტრებით არიან იზოლირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავი ადგილებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, ძირითადი საჭიროებებისადმი წვდომა. უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ცოტა ხნის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან მკვლელობა, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მისივე განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ილია დარჩიაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესია შეწყვიტოს, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცეს პატივი და უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.“ ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო.  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

11-12 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც  განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

ვარჰეი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ: განვიხილეთ რეფორმების მდგომარეობა, მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა პროცესში

ილია დარჩიაშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული რეფორმები, როგორ საკანონმდებლო ისე ინსტიტუციურ დონეზე. აღინიშნა ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები. საუბარი შეეხო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს განესაზღვრა 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით. ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ემსახურება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. საუბრისას, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის მხარესთან აღნიშნული ამოცანების შესრულების კუთხით. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. „მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შესახებ. განიხილეს ამ ფორმატში არსებული თანამშრომლობის და ზოგადად ფორმატის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო სექტორულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. „განვიხილეთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის საჭირო რეფორმების მდგომარეობა. მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა პროცესში,“ წერს თავის მხრივ, ოლივერ ვარჰეი (ყოფილი Twitter-ი). ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და შეხვედრებს მართავს ევროკომისრებსა და ევროპელ კოლეგებთან. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს.

დარჩიაშვილი: საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის. „მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოხერხდა და გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით ევროკავშირი მსჯელობს, როგორ დააახლოოს ქვეყნები, რომლებიც არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრები. ჩ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და პლატფორმაა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მექანიზმის საშუალებით საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ხელშესახები შედეგები მიიღო, რომლებიც გახდა საწყისი ძალიან საინტერესო განვითარებების. მთავარი გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე საქართველოდან, არის ის, რომ საქართველო მზად არის, მომავალში გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის რანგში თავისი კონტრიბუცია.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე, მრგვალი მაგიდის გარშემო ყველასგან მოდიოდა განწყობა, რომ ევროკავშირი საკმაოდ საინტერესოდ უყურებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს. „გზავნილები, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა ჩამოიტანეს იყოს, რომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა სწორედ ამ შესაძლებლობის, ამ პლატფორმის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღონ კონკრეტული ხელშესახები შედეგები და გააგრძელონ მომავალში თანამშრომლობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც პლატფორმის მომავლის გარდა, იყო გზავნილები თითოეული ქვეყნიდან, თითოეული მინისტრისგან, რომ ისინი მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და მოლდოვისა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ არცერთი ქვეყანა არ არის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ეს გვიქმნის ძალიან დიდ მოლოდინებს და დარწმუნებული ვარ, საბჭო სწორედ უახლოეს დღეებში, კვირის ბოლოსთვის მიიღებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მე შემიძლია, დღეს ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო წევრი ქვეყნების ერთიანობა იყო საქართველოსთან მიმართებით და ეს გზავნილები ჩვენ მივიღეთ,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

ილია დარჩიაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, არის ჩვენი კონტროლის გარეთ

„ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს,“ - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეკითხვას ხავიერ კოლომინას ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობაა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მთელი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მობილიზებას, ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენი აქტიური მუშაობით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით, ამ მიმართულებაში ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ცხადი პოზიცია გვაქვს ტაივანზე, დინამიკური ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს „ძალიან ცალსახა პოზიცია აქვს იმ საკითხებზე, რაც ეხება ჩინეთს, ტაივანს“ და „გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“ ასე უპასუხა მინისტრმა დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდების შემდეგ, შეიძლება თუ არა საქართველომ განიხილოს ტაივანელებისათვის ქვეყანაში შეშვების გამარტივება. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს ურთიერთობები დაიწყო არა დღეს და გუშინ, არამედ რამდენიმე წლის წინ. ამის მთავარი მიზეზი იყო რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვეხდინა ჩვენი საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება და ეს კონკრეტული შედეგი დაიდო: საქართველომ წარმატებით მოახდინა საექსპორტო პროდუქციის გატანა ჩინეთის ბაზარზე,“ - განაცხადა მინისტრმა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, ამ ურთიერთობის განვითარების შედეგად „ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“ „ეს ურთიერთობები გრძელდება. კარგად თუ ადევნებით თვალყურს, ახლახან განვაცხადეთ დეკლარირებულად, რომ ურთიერთობებს ახალ სივრცეში ავიყვანთ. ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, განვითარდეს შუა დერეფანი, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული როლი და ფუნქცია, რომ კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ აზია და ევროპა ერთმანეთს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თანაბარ პირობებში აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც არის დიდი მონაპოვარი ჩვენი ევროინტეგრაციის და გავაგრძელებთ ამ ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მოუწოდებს, ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მისცეს ტაივანელებს  

რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ იყო პრეზიდენტი მიწვეული ელჩების კონფერენციაზე. დარჩიაშვილის თქმით, ელჩების კონფერენცია აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ხელისუფლების ორი შტო: საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდნენ შედეგის მისაღწევად და შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირმა მიმართ ელჩებს. „წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით, ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, მუშაობდნენ ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი,“ - განაცხადა მინისტრმა. ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია - ადმინისტრაცია  

ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან შეხვედრაზე „ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.“ „მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურება და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური პოტენციალი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირანულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 17 იანვარს ილია დარჩიაშვილი დავოსში ასევე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰანკე ბრუინს სლოტს. საგარეო უწყების ცნობით, „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყანას რეფორმების გასაგრძელებლად, ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის. „მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის," - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.  

ილია დარჩიაშვილი: თებერვალში გავაგზავნით წერილს და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს

„თებერვალში გავაგზავნით წერილს ODIHR-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს,“ – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას. „მოგიწოდებთ, გაეცნოთ ხოლმე დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად ამუშავებს. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეიქმნა და გადავეცით ევროკავშირს, ცალსახად წერია, რომ თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ოდირში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ოდირის დამკვირვებლებს. ასე რომ, ჯერ დრო გვაქვს და ამას აუცილებლად შევასრულებთ,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, არსებული პროცედურის შესაბამისად. „ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკო-ს, როგორც მანამდე, არჩევნების ადმინისტრირებისა და წარმატებით ჩატარებაში. გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები მათთან. სულ ახლახან ჩავატარეთ კონსულების კონფერენცია თბილისში და საუბარი იყო ცესკო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს წელს, ოქტომბერში, იქნება ძალიან გამორჩეული, მათ შორის ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რომ ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ბევრჯერ დაისვა კითხვა მოქალაქეების რეგისტრაციასა და უბნებთან დაკავშირებით. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა. შესაბამისად, მგონია, რომ აქ პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე არ არის. უბნები გაიხსნება კოორდინირებულად, ცესკო-სთან ერთად, კანონით დადგენილი ვადით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მისცენ ხმა, არსებობს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა. ჩვენ, თითოეული დიპლომატი მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, დადგნენ აღრიცხვაზე და გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები. ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანს ოპონენტებს,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც საქართველოში და ამ მიმართულებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებში ლოგიკა არ არის. „დისტანციური არჩევნები, ხმის მიცემა საქართველოში არის რისკებთან დაკავშირებული. ასევე, მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ საქართველოში თუ არის დისტანციურად ხმის მიცემა რისკებთან დაკავშირებული, მით უმეტეს, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული საზღვარგარეთ. შესაბამისად, არც აქ არანაირი ლოგიკა არ არის, ვისაუბროთ საზღვარგარეთ დისტანციურად ხმის მიცემის მნიშვნელობაზე და უფრო სწორად გადაწყვეტაზე,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

ჟენევის პარალელურად, ჩინეთთან ფორმატის შექმნაზე პარლამენტარის ინიციატივას დარჩიაშვილი პასუხობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია, ჩინეთთან კი, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგეგმება. დარჩიაშვილის თქმით, ჟენევის ფორმატში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ჩართულია ევროკავშირი, ეუთო და გაერო. „მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩრდილოელი მეზობელი წარმოდგენილია. ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ, მინიმუმ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში. ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად მოახდინოს გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის განმარტებით, თუ „შუა დერეფნის“ წარმატება გვსურს, ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გასაძლიერებელია. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა, ხომ არ ჯობდა, პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი იქნება წამყვანი,“ - განაცხადა ინჯიამ დღეს, 7 თებერვალს. თუ მანამდე ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, ინჯია თვლის, რომ უფრო მეტი ინტერესი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც თბილისი გამოიყენებს. „ჩვენ შეგვიძლია, შევაჯიბროთ ეს ორი ფორმატი და ვნახოთ, რომელი აჯობებს,“ აღნიშნავს „ევროპელი სოციალისტების“ წევრი. შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).  

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

14-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც. „შეხვედრებზე აქცენტები გაკეთდება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი გაღრმავების გზებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე,“ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, შუა დერეფანი, უსაფრთხოების გამოწვევები - დარჩიაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამასთან, წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების  მნიშვნელობა. აღინიშნა ასევე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფომატის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესების და უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთის როლზე რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მარტის თვეში გაიმართება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დარჩიაშვილისა და სიიარტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიირტო მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც, მინისტრების შეფასებით, საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, არამხოლოდ პოლიტიკის, არამედ, დარგობრივი და სექტორული მიმართულებით. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისად შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ასევე საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად და მზად არის ქვეყანას ამ მიმართულებით პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს. შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობას დაკავშირებადობის შემდგომი განვითარების კუთხით, აღინიშნა ორი ქვეყნის მონაწილეობით მწვანე ენერგიის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ახლო მომავალში შევა ძალაში. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. გაცვალეს მოსაზრებები უახლოეს მომავალში მაღალი დონის ვიზიტების დღის წესრიგზე.  

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ქრისტოფერ კავოლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. „ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც  უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების  მიმართ ურყევი მხარდაჭერა,“ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ამასთან, მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო' ბრაიენის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.     

საგარეო უწყება: მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კონფერენციის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას

მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კონფერენციის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით. „როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას,“ – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის, ბენედიქტ ფრანკეს შეხვედრა მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. შეგახსენებთ, ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუსულ ოლიგარქად იყო მოხსენიებული.  

ყაზახეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შუა დერეფნის მნიშვნელობა და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ  ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.  

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის პერსპექტივები - დარჩიაშვილი ლუის ბონოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამერიკულმა მხარემ  გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ კონტექსტში განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა.  

ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია

„დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთო-ს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. ილია დარჩიაშვილის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას. „საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისათვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი, შესაბამისად, მომსახურება უფასოა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები/საკონსულო დაწესებულებები მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რეგულარული ხასიათი აქვს თანამემამულეებთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. საკუთრივ ჩვენს საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებებისა და სხვადასხვა საკონსულო სერვისის შესახებ. საკონსულო თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს, ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, სამწუხაროდ, კვლავ დაბალია,“ – აღნიშნა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ უშუალოდ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საჭიროებასთან დაკავშირებით, წინა არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალი – geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა (980,000 ადამიანი, მოქალაქეთა 39,30 %). აღნიშნული კამპანია მოიცავდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას როგორც პორტალის, ისე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვის თაობაზე. „განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

პრეზიდენტი საგარეო უწყებას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო უწყებას აკრიტიკებს. ზურაბიშვილის თქმით, მთავრობის მხრიდან „არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს“ იმისათვის, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, უცხოეთში მყოფმა ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ საგარეო უწყებასა და ცესკოს შორის ერთგვარი პინგ-პონგია, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს, რაც, პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანი ხარვეზია. „მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ.საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადმოსცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის.  ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ეტაპზე ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის დამოკიდებული საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, სიების გადაცემა ცესკო-სთვის. მისივე თქმით, ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა საჭირო. „კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ - მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“ - ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო. ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ზურაბიშვილის თქმით, კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ საარჩევნო უბანი გაიხსნას. „მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით. კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ "არა, შეუძლებელია", ხან "რესურსები არ გვაქვს", ხან "ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო". ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს. კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის მიერ დღეს ჩატარებულ შეხვედრას, მედიასთან გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი. „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რატომ, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს. ეს ერთი და მეორე, მას არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე და პრობლემა. რა თქმა უდნა, ის ამას ვერ მიაღწევს. ის სპეკულაციებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანიას შეუერთდა დღეს სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს,“ - განაცხადა პრემიერმა. ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია  

დარჩიაშვილი: კანონი არანაირი ფორმით არ უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს არ უნდა იქცეს განხილვის საგნად

„საქართველო ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა იმ სავალდებულო რეფორმას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების ფორმატში,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულებისთვის აქვს ძალიან ცალსახა სამოქმედო გეგმა. „ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რა თქმა უნდა, გაუზიარებს ინფორმაციას გერმანელ კოლეგას იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და ყველა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი," განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო თანმიმდევრულად მიუყვება იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც შეიქმნა და რომელთან მიმართებით ქვეყანა მუშაობს ევროკომისიასთან. „ჩვენ ვისაუბრებთ, ერთი მხრივ, უკვე გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებზე და, მეორე მხრივ, ვისაუბრებთ იმ სამოქმედო გეგმის შემდგომ შესრულებაზე, რომელიც რა თქმა უნდა, ითვალისწინებს რეფორმების დღის წესრიგის შემდგომ იმპლემენტაციას," -აღნიშნა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, კანონი არანაირი ფორმით არ უკავშირდება ევროინტეგრაციას და ეს არ უნდა იქცეს განხილვის საგნად. „გამჭვირვალობის შესახებ კანონი ფიზიკურად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის მთავარი ქვაკუთხედს," - განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც შეთანხმებულია რეკომენდაციების შესაბამისად, და რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს. „ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ნაკისრ ვალდებულებას. საქართველო აუცილებლად გადავა შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ეს არის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა," აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ის მთავარი ღირებულება, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან აახლოვებს. შესაბამისად, გაუგებარია ნებისმიერი სხვა არგუმენტი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობასთან. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავია თემატურ მსჯელობაში შესვლა პარტნიორებთან, „რათა მათ მიიღონ ზუსტი და არა სხვისგან მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს კანონი". როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, კანონის მთავარი აქცენტი და გზავნილი არის ის, რომ „ყველა უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე." ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

თბილისი აშშ-ს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. „განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით იჩენს,“ აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დარჩიაშვილი: ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს არანაირი შეფერხება არ ექნება

„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება, საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. „სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.